პრეზენტაციები ბუნებისმეტყველებაში

 

 1 კლასი -  თემა:  ცხოველები და მათი საცხოვრებელი გარემო

82-ე საჯარო სკოლის 1ა კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს მათთვის საყვარელი ცხოველების/ფრინველების საცხოვრებელი გარემო👏❤️
გაიხსენეს რით განსხვავდება ცოცხალი გარემო არაცოცხალისგან;
აღნიშნეს, რომ თითოეულ მათგანს სიცოცხლისთვის ესაჭიროება ,,სახლი", სადაც თავს დაცულად გრძნობს.





















82-ე საჯარო სკოლის 4ბ, 4გ და 4დ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო პრეზენტაციები 👏
✅შეძლეს ორგანიზმების (მცენარეებისა და სოკოების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით;
✅ორგანიზმების დაჯგუფება, ჯგუფების დახასიათება და შედარება;
✅მათი ტიპობრივი წარმომადგენლების აგებულების თავისებურებებზე მსჯელობა👏
მიმართულება: ცოცხალი სამყარო











22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ამ დღის აღსანიშნავად მცირედი წვლილი ჩვენც შევიტანეთ. ❤
ბავშვებო, მე მჯერა, რომ თქვენი მეგობრები აუცილებლად გაითვალისწინებენ თქვენს რჩევებს და ერთად ვიზრუნებთ დედამიწაზე, რადგან ,, სამყაროში ასეა, დედამიწა იბრუნებს, ბუნებას თუ მოვუვლით, მაშინ ჩვენზეც იზრუნებს!“ ❤
ჩემო პატარებო, დიდხანს, ძალიან დიდხანს, გვეცხოვროს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.




სსიპ ქალაქ თბილისის N83 საჯარო სკოლა-ის
#5გ კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ისაუბრეს ბუნებრივ გარემოზე და ადამიანის მავნე ზემოქმედებთ გამოწვეულ შედეგებზე, დედამიწაზე მწვანე საფარის შემცირებაზე.
მოსწავლეებს გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა, რომ მოუფრთხილდნენ ბუნებას. ასევე მოუწოდებენ თანატოლებსაც, რომ ერთად იზრუნონ ბუნებაზე და ჯანსაღ გარემოზე.
მადლობა ბავშვებს აქტიურობისთვის ❤
#22აპრილიდედამიწისდღეა გილოცავთ ❤
#დედამიწაჩვენისახლია
#დავეხმაროთდედამიწას





სსიპ ქალაქ თბილისის N8 საჯარო სკოლის 5ბ კლასისა და #83 საჯარო სკოლის 5გ კლასის მოსწავლეების მიერ შესრულებული კომპლექსური დავალება ,,მეტყველი მაისური".
მოსწავლეებმა:
✅მაისურზე დაიტანეს სლოგანები გარემოს დაცვის შესახებ და გააფორმეს მეორადი გადამუშავების ნარჩენებით.
✅იმსჯელეს, როგორ უნდა ზრუნავდეს თითოეული ადამიანი გარემოს დაცვაზე და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე.
მადლობა ბავშვებო საუკეთესოდ შესრულებული დავალებისთვის❤
ჩვენ მართლაც შევძელით მაისურების ,,საუბარი"😀❤






















კომპლექსური დავალება ბუნებისმეტყველებაში
,,ეკო-ჟურნალისტი“ .
📌 სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლა-ის 5ბ კლასის მოსწავლეებმა მოირგეს ,,ჟურნალისტის" პროფესია და გააკეთს საავტორო გადაცემა სახელწოდებით „ჩვენი გარემო“.
📌გადაცემისთვის მოამზადეს ვიზუალური მასალა - ეკოსისტემები ;
📌ისაუბრეს ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებასა და ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედების შედეგების შესახებ ;
📌როგორ გავლენას ახდენს ეკოლოგიური ფაქტორები ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ;
📌რატომ არის ადამიანის საქმიანობა ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში მნიშვნელოვანი.

















5გ კლასის მოსწავლეების მიერ არდადეგებზე შექმნილი ეკოსისტემები👏
სსიპ ქალაქ თბილისის N83 საჯარო სკოლა










სსიპ ქალაქ თბილისის N83 საჯაროს კოლის 5გ კლასის მოსწავლეების მიერ ბუნებისმეტყველებაში შესრულებული კომპლექსური დავალება ,, დედამიწის ადგილი მზის სისტემაში". 👌👏👇
მზის სისტემის უკეთ შესასწავლად მოსწავლეებმა :
✅ შექმნეს მზის სისტემის მოდელები და წარმოსახვით იმოგზაურეს კოსმოსური ხომალდით სამყაროში;
✅ ისაუბრეს როგორია დედამიწისა და სხვა პლანეტების ურთიერთმიმართება მზის სისტემაში;
✅აგვიხსნეს რაში და როგორ დაგვეხმარებოდა მზის სისტემის სქემა სამყაროში წარმოსახვით სამოგზაუროდ.





















ჩემი მარჯვე ბავშვების მიერ დამზადებული ,,ადამიანის ორგანოთა სისტემები"👏 ❤
ოთხმოცდამესამე საჯარო სკოლის 6გ კლასის მოსწავლეებმა შეძლეს:
✅ადამიანის ორგანიზმის ცალკეული ორგანოების დასახელება და შესასრულებული ფუნქციების მიხედვით დაჯგუფება;
✅ განსაზღვრეს ორგანოების ურთიერთგანლაგება;
✅დაასახელეს სხვადასხვა ორგანოს მოქმედების მაგალითები და იმსჯელეს ორგანოთა შეთანხმებულ მნიშვნელობაზე.














,,უთხარი არა მავნე ჩვევებს!’’
83-ე საჯარო სკოლის 6გ კლასის მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების შესახებ.
გაანალიზეს მავნე დამოკიდებულება და პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ მენტალური გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.













პროექტი ,, ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე"
82-ე და 83-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ნარჩენების შემცირებისა და ეფექტიანად მართვის მიზნით განახორციელეს პროექტი ,,ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე", რომელიც გულისხმობს ნარჩენების ხელახალი გამოყენებით რაიმე ახალი ნივთის შექმნას.
✅️მოსწავლეებმა არსებული რესურსების გამოყენებით სურვილის მიხედვით შექმნეს ნებისმიერი ნივთი.
✅️ისაუბრეს რა მასალები და ინსტრუმენტები გამოიყენეს მის შესაქმნელად;
✅️რა ფუნცია, დატვირთვა აქვს ნივთს, რაში გამოიყენებენ;
✅️როგორ გამოიყენებენ მიღებულ გამოცდილებას მომავალში.










ჩემი ჭკვიანი ბავშვების მიერ დამზადებული ,,ადამიანის ორგანოთა სისტემები"👏 ❤
82-ე საჯარო სკოლის 6ბ კლასის მოსწავლეებმა შეძლეს:
✅ადამიანის ორგანიზმის ცალკეული ორგანოების დასახელება და შესასრულებული ფუნქციების მიხედვით დაჯგუფება;
✅ განსაზღვრეს ორგანოების ურთიერთგანლაგება;
✅დაასახელეს სხვადასხვა ორგანოს მოქმედების მაგალითები და იმსჯელეს ორგანოთა შეთანხმებულ მნიშვნელობაზე.







No comments:

Post a Comment