7 კლასი.
კომპლექსური დავალება#1
თქვენ კარგად იცით, რომ ადამიანის სიცოცხლე წარმოუდგენელია, ჰაერის, წყლის და საკვების გარეშე. გემრიელი და კარგად მომზადებული საკვები კი ყველას გვიყვარს. დედა სამზარეულოში ფუსფუსებს. მან უკვე იცის ბევრი კულინარიული საიდუმლოებები. შეეცადეთ ახსნათ კულინარიული საიდუმლოებები ფიზიკის გამოყენებით. მოიძიეთ ინფორმაცია კულინარიული ხრიკების შესახებ და დაეხმარეთ დედას საინტერესო საჭმელები მოგიმზადოთ.



თუ დაკვირვებიხარ როდესაც ხახვს ჭრიან ადამიანების უმეტესობა „ტირის“ ეწვება თვალები, ცხვირის ღრუ. ხახვის ხმარებიდან საერთოდ ამოღება არ შეიძლება მას ბევრი კვებითი ღირებულება აქვს. შეეცადე მოიძიო ინფორმაცია როგორ დავჭრათ ხახვი უცრემლოდ.
როგორც უკვე იცით მწნილები ბევრ კერძს უხდება. მოიძიეთ ინფორმაცია, როგორ დავამწნილოთ ბოსტნეული.
დედას სურს გემრიელი კოქტეილი მოამზადოს. მას აქვს რძე, თაფლი, ჩაი და ყავა. დაეხმარე დედას მოამზადოს არა მატო გემრიელი, არამედ ლამაზი კოქტეილიც. გამოიყენე ფიზიკაში მიღებული ცოდნა.
შენი დავალება ასეთია:
მოიძიე ინფორმაცია დიფუზიის და ნივთიერების სიმკვრივის შესახებ.
მოიძიეთ ინფორმაცია როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ ადამიანებს ეს მდგომარეობა- ხახვი დაჭრან უცრემლოდ. ახსენი მოვლენა ფიზიკის საშუალებით
გაარკვიე რა მოვლენას ეფუძნება კიტრის და კომბოსტოს დამწნილება (დამარილება) როგორ უნდა მოიქცეს დიასახლისი თუ ამ პროცესის დაჩქარება სურს? რატომ?
3)დაამზადეთ გემრიელი კოქტეილი. გადაიღეთ ვიდეო ან ფოტო, რომელიც ასახვას კოქტეილის მომზადების პროცესს, ისე რომ თქვენც ჩანდეთ . ახსენით რა თანმიმდევრობით და რატომ უნდა ჩაასხათ ჭიქაში თაფლი, რძე, ჩაი და ყავა. დააკავშირეთ ფიზიკასთან. გამოთვალეთ ყავის სიმკვრივე. აიღეთ 100გ წყალი და გახსენით 1ჩაის კოვზი ყავა. კარგად აურიეთ ცივ მდგომარეობაში შეეცადეთ განსაზღვროთ ყავის სიმკვრივე. კოქტეილისათვის გამოიყენეთ ცივი პროდუქტი.
დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული ლინკები, ასევე თქვენი სახელმძღვანელო.
კულინარიული ფიზიკა:
https://mkurnali.ge/skhvadaskhva/diasakhlisis-kuthkhe/477-kulinariuli-fizika.html
http://laboratorium.ge/com/news/view/107
კოქტეილის მომზადება. სიმკვრივე
https://www.youtube.com/watch?v=pzxotzPG_x0
https://www.youtube.com/watch?v=_Map8I3YOF0
დიფუზია
https://www.youtube.com/watch?v=XcnwNPdIerM
https://www.youtube.com/watch?v=25gmvsoLMbo
https://www.youtube.com/watch?v=_Map8I3YOF0
აგრეგატული მდგომარეობები
https://phet.colorado.edu/sims/html/states-of-matter-basics/latest/states-of-matter-basics_en.html
დავალებაზე მუშაობის დროს ხაზგასმით წარმოაჩინე:
რა არის დიფუზია. რაზეა დამოკიდებული დიფუზიის სიჩქარე
რა არის სიმკვრივე. როგორ იცვლება იგი აგრეგატული მდგომარეობების შემთხვევაში.
როგორ განლაგდება სხვადასხვა სიმკვრივის მქონე ნივთიერებები თუ ერთ ჭურჭელში მოვათავსებთ ეთად და რატომ?
როგორ შეიძლება შევცვალოთ მოცემული ფენის სიმკვრივე?
დავალება წარმოადგინეთ power point სახით.
შეფასების კრიტერიუმები:
მოსწავლე მსჯელობს:
ა) დიფუზიის მოვლენის შესახებ. ასახელებს დიფუზიის სიჩქარის შეცვლის საშუალებებს.(1ქულა-2ქულა)
ბ)ახასიათებს სიმკვრივეს, წერს მის ფორმულას, განსაზღვრავს სიდიდეებს და ერთეულებს.(1ქულა-2ქულა)
გ)ახასიათებს ნივთიერებებს სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში სიმკვრივის მიხედვით.(1ქულა-2ქულა)
დ)ქმნის კოქტეილს შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით. როგორ შეიძლება შევცვალოთ მოცემული ფენის სიმკვრივე(1ქულა-2ქულა)
ე)ტექნოლოგიების გამოყენება(1ქულა-2ქულა)
სკოლა 82 კლასი 8 კომპლექსური დავალება: „წყლის ბორბალი“
|
საგანი - ფიზიკა
|
საკითხი/საკითხები - ქვეცნებები: სითხე, მექანიკური ენერგია |
სამიზნე ცნება: მატერია - შედეგი: (ფიზ.საბ. 1,4,5,6,7,8,9,10,11,12 ) ენერგია - შედეგი: (ფიზ.საბ.3,4,5,6,7,8,9,10,11,12 )
|
დავალების პირობა: წყლის ბორბალი  
ბორბალი ისეთ მარტივ მექანიზმად გვეჩვენება, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია , რამდენად გონებამახვილური და მნიშვნელოვანი გამოგონებაა იგი სინამდვილეში.. საკუთარი ღერძის ირგვლივ მბრუნავი მრგვალი დისკოს ან ცილინდრის გამოჭრით მრავალი მიზნისთვის გამოყენებული მარტივი მექანიზმი შეიქმნა. თუ მას მივამაგრებთ რაიმე ტვირთს ან საზიდარს, იგი ამცირებს ხახუნს და უადვილებს ადამიანს ტვირთის სწრაფად და დიდ მანძილზე გადატანას. ამგვარად, ბორბალმა განსაზღვრა კაცობრიობის ისტორია ათასწლეულების განმავლობაში . ბორბლისა და კბილანის ბრუნვით მამოძრაობამ მანქანის შიგთავსში საფუძველი დაუდო ყველა მექანიზმს საათიდან ორთქლის ძრავამდე და აეროპლანის პროპელერიდან კომპიუტერის დისკის დრაივერამდე. ჩვეულებრივმა ბორბალმა დასაბამი მისცა წყლის ბორბალს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გარდავქმნათ ენერგია. წყლის ბორბალი არის მექანიკური მოწყობილობა ვარდნილი წყლის ენერგიის მბრუნავი მოძრაობის ენერგიად გადასაქცევად, რათა ბორბლის ღერძზე შესაძლებელი იყოს სამუშაოს შესრულება. გარკვეულ დონეზე წყლის აწევისას მასში იკრიბება ამ დონის შესაბამისი პოტენციური ენერგია. ამდენად, ვარდნილ წყალს მუშაობის შესრულება შეუძლია. მაგალითად, წყლის წისქვილი არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც მოძრაობაში მოიყვანება ვარდნილი წყლის ენერგიით. თქვენ გევალებათ: მოიძიოთ ინფორმაციაწყლის ენერგიის გამოყენების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე, ასევე წყლის ენერგიაზე მომუშავე მექანიზმების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა სამუშაოს შესრულება შეუძლია. დაფიქრდით, იმსჯელეთ და თქვენი დასკვნები წარმოადგინეთ პრეზენტაციაში , სადაც ნაჩვენები იქნება მარტივი მექანიზმების გამოყენებით ენერგიების ურთიერთგარდაქმნა. წარმოადგინე კლასის წინაშე შენს მიერ დამზადებული წყლის ბორბლის ფიზიკური მოდელი, აღწერე ენერგიის გარდაქმნა შენი მოდელის დახმარებით, ახსენი შენს მიერ დამზადებული მექანიზმის მოქმედების პრინციპი. გააცანი თანაკლასელებს კვლევის შედეგები.
ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ: ნივთიერებები, ფიზიკური სხეულები და მათი თვისებები თქვენს მიერ განსახილველ დავალებაში. იმსჯელეთ წყლის დენადობის თვისების შესახებ. (მატერია 1.2. ) ენერგიის რომელი სახით ხასიათდება და ენერგიის რა გარდაქმნა ხდება სისტემაში წყალი/ბორბალი? როგორ ახსნი, სრულდება თუ არა მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონი წყლის მიერ ბორბლის ბრუნვისას? (ენერგია 1) როგორ გადაეცემა ენერგია ერთი სხეულიდან( წყლიდან) მეორეს (ბორბალს) , რის ხარჯზე მოხდა თქვენს მიერ განსახილველ მოვლენაში მონაწილე სხეულთა მიერ მუშაობის შესრულება და მოვიგებთ თუ არა მუშაობას ბორბლის გამოყენებით? (ენერგია.2) როგორ იქნება დამოკიდებული ბორბლის მიერ შესრულებული სასარგებლო მუშაობა წყლის ვარდნის სიმაღლეზე და რაოდენობაზე? (ენერგია. 3)
|
შესაძლო რესურსები: სახელმძღვანელო რვეული კალამი ინტერნეტი და კომპიუტერი ბოთლის კორპის საცობი, ან პლასტმასის თავსახური ან სხვა რამ მსგავსი ბორბლის ცენტრალური ნაწილის დასამზადებლად, რომელზეც ბორბლის ფრთები უნდა დამაგრდეს; წებო შესაძლოა პლასტელინის გამოყენებაც პლასტმასის ერთჯერადი 5-8 კოვზი ან ხის ბრტყელი ჩხირები (ვთქვათ, ნაყინისგან მორჩენილი) ან რაიმე მსგავსი, რაც შეიძლება გამოდგეს ბორბლის ფრთად; ხის, პლასტმასის, ან ლითონის ჩხირი ბორბლის ღერძისათვის სხვა რესურსები მოსწავლის მიერ მოფიქრებული მოდელის შესაბამისად
|
9 კლასი
გრძელვადიანი მიზანი | შუალედური სასწავლო მიზანი N1 |
სამიზნე ცნება - ძალა, ფიზიკური პროცესი (შედეგი 1.2.3,4).
ქვეცნება - სიმძიმის ძალა; ხახუნის ძალა
| საკვანძო შეკითხვა: თქვენს მიერ შექმნილი პარაშუტის მოდელის გამოყენებით როგორ ახსნით, თუ რა გავლენა აქვს პარაშუტის მოძრაობაზე მასზე მოქმედ ძალებს?
კომპლექსური დავალების იდეა
უძველესი ჩანაწერების მიხედვით, ძველ ქართველ მეომრებს შეეძლოთ მთიდან მთაზე გადაფრენა და კოშკიდან ან ციხიდან ადამიანის აფრონავით დაშვება . ,,მტერი რომ კოშკ- ციხეებს მოადგებოდა, მაშინ ბავშვებს და მოზარდებს უშვებდნენ ჯიშის და გვარის გადასარჩენად. აფრონავი სპეციალური დიდი ნაბადია, ასეთი ნაბდები გურია -აჭარაშიც გვხვდებოდა ,,მარჭიხოლის“ სახელწოდებით. ქერჩის ომის დროს 1943 წელს ქართველმა მეომრებმა თურმე ასაფრენი ნაბდები ააწყვეს და ქერჩის ალყაშემორტყმული ციხე-სიმაღლიდან ზღვაზე დაეშვნენ და გერმანელებს ზურგიდან შეუტიეს.
თქვენი დავალებაა: შექმნათ პარაშუტის მოდელი,მოამზადოთ PP პრეზენტაცია, სადაც თქვენ მიერ შექმნილი მოდელის გამოყენებით მოწარმოაჩენთ, თუ რა გავლენას ახდენს პარაშუტის მოძრაობაზე მასზე მოქმედი ძალები. პრეზენტაციაში ასევე წარმოაჩინეთ თქვენეული ხედვა, რამდენად უსაფრთხოდ გადაადგილდებოდნენ ქართველი მეომრები ნაბდებით.
|
თემა - ძალა საკითხები -სიმძიმის ძალა, ხახუნის ძალა , თანაბარი მოძრაობა, თანაბარაჩქარებული მოძრაობა,
ქვესაკითხები - სიმძიმის ძალა, ხახუნის ძალა, მშრალი და სველი ხახუნი, თანაბარი მოძრაობა, თანაბარაჩქარებული მოძრაობა
|
სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ: | შეფასების კრიტერიუმი - (ზოგადი)
მოსწავლეს შეუძლია: | შეფასების კრიტერიუმი - (კონკრეტულ კომპლექსურ დავალებაზე მისადაგებული) ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ: |
ძალა სხეულებს შორის ურთიერთქმედება ხასიათდება ფიზიკური სიდიდით - ძალით. ბუნებაში ურთიერთქმედების ოთხი სახე გვხვდება; ძალის მოქმედება განსაზღვრავს სხეულის მოძრაობის ცვლილებას ან/და მის დეფორმაციას, შედეგი კი დამოკიდებულია ძალის მოდულზე, მიმართულებასა და მოდების წერტილზე;
ფიზიკური პროცესი ფიზიკური პროცესი სისტემის/სხეულის მდგომარეობის დროში ცვლილებაა, რომელიც აღიწერება რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლებით; ყველა ფიზიკურ მოვლენას/პროცესს აქვს მიზეზი და მოჰყვება შედეგი, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია ბუნების კანონების გამოყენებით.
| ძალა
ფიზიკური პროცესი იმსჯელოს, რა თვისობრივი ცვლილებები მიმდინარეობს განსახილველ ფიზიკურ პროცესში და როგორ აღიწერება ეს ცვლილებები რაოდენობრივად; დააკავშიროს ერთმანეთთან განსახილველი მოვლენის/პროცესის გამომწვევი მიზეზები და შედეგები, ახსნას ეს კავშირი ბუნების კანონების გამოყენებით;
| კრიტერიუმი N1 აღწერეთ პარაშუტის მოძრაობა პარაშუტისტის გადმოხტომიდან მიწაზე დაშვებამდე . დააკავშირეთ პარაშუტის მოძრაობის ხასიათი მასზე მოქმედ ძალებთან. (ძალა- 1, ფიზიკური პროცესი1 )
კრიტერიუმი N2 რა გავლენას ახდენს ამ მოძრაობაზე პარაშუტზე მოქმედი ძალების და მისი მახასიათებელი პარამეტრების ურთიერთდამოკიდებულება?(ძალა-2, ფიზიკური პროცესი 2)
|
კომპლექს |
No comments:
Post a Comment