სამოდელო და შიდა დაკვირვების გაკვეთილები

გაკვეთილის     თემა
ელექტრული  მუხტები
საგანი  მასწავლებლის  სახელი და  გვარი
ბუნებისმეტყველება
თეა  მამისაშვილი
სწავლების  საფეხური/კლასი
დაწყებითი/ V-ბ  კლასი
დრო
45 წთ
მოსწავლეთა პროფილი
27   მოსწავლე,  სსსმ  მოსწავლე  კლასში  არ  არის.
სასწავლო მიზნები
  მოსწავლემ  შეძლოს  მარტივი   ცდებით  აჩვენოს, რომ ხახუნით   შესაძლებელია  ზოგიერთი  სხეულის  დამუხტვა;
დააკვირდეს და აღწეროს  დამუხტული  სხეულის  ურთიერთქმედება სხვა სხეულებთან.
ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან   შესაბამისობა
ბუნ.V.5. მოსწავლეს  შეუძლია  დამუხტული  სხეულების ურთიერთქმედების აღწერა და მარტივი ელექტრული წრედის  აწყობა.

მოსწავლემ  შეძლოს  მარტივი   ცდებით  აჩვენოს, რომ ხახუნით   შესაძლებელია  ზოგიერთი  სხეულის  დამუხტვა;
აკვირდება და აღწერს  დამუხტული  სხეულის  ურთიერთქმედებას სხვა სხეულებთან.
მოსწავლეთა წინარე  ცოდნა
მოსწავლე  ფლობს  ინფორმაციას   თუ რა არის   ელექტრული  მოვლენა; როგორ ურთიერთქმედებენ  დაელექტროებული   სხეულები.
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო  მენეჯმენტი       
მოსამზადებელი  ფაზა - საორგანიზაციო  საკითხები (სიის  ამოკითხვა) -2 წთ
                
აქტივობა - 1- წინარე ცოდნის გააქტიურების გზით მიზნის გაცნობა

გაკვეთილს  ვიწყებ    ვირტუალური ლაბორატორიის ჩვენებით, სადაც მოცემულია დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების მარტივი ცდა.
ვისაუბრებთ თუ რა კავშირშია მოცემული ცდა  დღევანდელ  გაკვეთილის თემასთან.

კითხვა-პასუხის მეთოდით  ვიხსენებთ
1.      როგორ სხეულებს  უწოდებენ დაელექტროებულს?
2.      რას ეწოდება ელექტრული ძალა?
3.      როგორ   ურთიერთქმედებენ  დაელექტროებული სხეულები?
4.      რა სახის ელექტრული მუხტები  არსებობს?
5.      როდის მიიზიდავენ/ან განიზიდავენ დამუხტული  სხეულები?
6.      დაასახელეთ  ბუნებაში  ელექტრობის  გამოვლინების მაგალითი  და ისაუბრეთ  ამ  მოვლენის შესახებ.

 ამის  შემდეგ  მოსწავლეების  დახმარებით დავადგენთ  გაკვეთილის  მიზანს

მოსწავლეთაორგანიზებისფორმა -- საერთო         საკლასო.
დრო - 15 წთ
       
შედეგი:  მოსწავლეებს  შეუძლიათ წინარე   ცოდნის გააქტიურების გზით   გაკვეთილის  მიზნის  ჩამოყალიბება.
 
   
        


                 აქტივობა - 2 ჯგუფური  მუშაობა - ექსპერიმენტი

მოსწავლეები გაკვეთილის  დაწყებამდე  შემთხვევითობის  პრინციპით  გადანაწილდებიან  4 ჯგუფად. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ურიგებს  ცდისთვის  საჭირო  რესურსებს:
    პლასტმასის სავარცხელი, პლასტმასის კალამი, მინის წკირი, შალის ქსოვილი, ბოთლი (წყლით სავსე), ჯამი, დაქუცმაცებული ქაღალდი, საჰაერობუშტები,  პლასტმასის  სახაზავი
    ჯგუფური  მუშაობის  შეფასების   რუბრიკას (დანართი #1)
    ექსპერიმენტისშედეგებისპრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკას (დანართი #2)
      ცდის ოქმი (დანართი #3)
საჭირო რესურსები მასწავლებლის მიერ  წინასწარ იქნება გამზადებული.

                            ცდის  მსვლელობა

მოსწავლეები ცდის  დაწყებამდე გამოთქვავენ თავიაანთ  ვარაუდს  რა შეიძლება მოხდეს დამუხტულ სხეულებს შორის. შემდეგ ჩაატერებენ მოცემულ  ცდებს, აღწერენ, გამოიტანენ  დასკვნას და შეავსებენ ცდის  ოქმს, რომელიც მასწავლებლის მიერ  წინასწარ იქნება გამზადებული.

I  ჯგუფი - მოსწავლეები  გაბერავენ საჰაერო ბუშტს , საკლასო ოთახის  კედელთან ახლოს  მიიტანენ და აღწერენ რა მოხდა.
ამის შემდეგ ბუშტს  თმაზე რამდენჯერმე გაისვავენ და ისევ კედელს მიუხახლოვებენ, კიდევ აღწერენ რა მოხდება.
დაელექტროებულ   საჰაერო  ბუშტს  თმასთან ახლოს მიიტანენ და აღწერენ რას ამჩნევენ. გამოიტანენ დასკვნას.

II  ჯგუფი - პლასტმასის სახაზავს  მშრალ ქაღალდზე გაახახუნებენ. ცდის საშუალებით დაამტკიცებენ, რომ  სახაზავი  დაელექტროებულია. ახსიან როგორ გამოვლინდება ეს.
დააელექტროვებენ  პლასტმასის სახაზავს ან სავარცხელს  თმაზე ან შალის ქსოვილზე  ხახუნის გზით. დაელექტროებულ სხეულს ცხვირთან ახლოს მიითანენ ისე რომ  ცხვრს  არ შეახონ. ახსნიან, რას გრძნობენ, როცა ამ დაელექტროებულ სხეულს ცხვირთან ახლოს  ამოძრავებენ.

III ჯგუფი -  პლასტმასის სავარცხელს, კალამს ან მინის წკირს გაისვავენ თმაზე ან შალის ქსოვილზე გაახახუნებენ, შემდეგ კი  წყლის ჭავლთან ახლოს მიიტანენ, დააკვირდებიან პროცესს და გამოიტანენ  დასკვნას

IV ჯგუფი - პლასტმასის სავარცხელს ან საწერ კალამს ან მინის წკირს  რამდენჯერმე მშრალ თმაზე გაისვავენ ან შალის ქსოვილზე  გაახახუნებენ, შემდეგ მიუახლოვებენ დაქუცმაცებულ ქაღალდს და აღწერენ რას  ამჩნევენ. გამოიტანენ დასკვნას.

            კლასის  ორგანიზების  ფორმა -ჯგუფური
            დრო-  10



 წთ
წთ  მეთოდი -ექსპერიმენტი

შედეგი:  მოსწავლეს  შეუძლია მარტივი   ცდებით  აჩვენოს, რომ ხახუნით   შესაძლებელია  ზოგიერთი  სხეულის  დამუხტვა; აკვირდება და აღწერს  დამუხტული  სხეულის  ურთიერთქმედებას სხვა სხეულებთან.


   აქტივობა - 4- პრეზენტაცია  შედეგების წარდგენა

ჯგუფებში მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი აირჩევენ  პრეზენტატორს, რომელიც  ჯგუფში მუშაობის დასრულების  შემდეგ  წარმოადგენს  ექსპერიმენტის  შედეგებს  ცდის ოქმის  საშუალებით.  აღნიშნავენ დაემთხვა თუ არა მათი ვარაუდი   ცდის  შედეგებს

             კლასის  ორგანიზების  ფორმა - ჯგუფური
              დრო- 10  წთ
                               
შედეგი:  მოსწავლეებს  შეუძლიათ მოახდინონ დაკვირვება  და  აღწერონ   დამუხტული  სხეულის  ურთიერთქმედება   სხვა   სხეულებთან.

       
          

                        
                                აქტივობა-5--შეჯამება .
                            საავტორო  სკამი
         მოსწავლეები(2-3)  რომლებიც შეირჩევიან  შერჩევითობის პრინციპით (გამოსაძახებელი  ჩხირების გამოყენებით)  მორიგეობით  სხდებიან ე.წ საავტორო  სკამზე, აფასებენ  ჯგუფის  წევების საქმიანობას გაკვეთილის პროცესში, გამოთქვავენ  თავიაანთ   აზრს  გაკვეთილის  დადებითი მხარეების  შესახებ და დაასრულებს  წინადადებებს
დღეს გავიგე ,რომ .....
დღეს  გავაკეთე .....
აუცილებლად  გამოვიყენებ ........

მოსწავლეთა  ორგანიზების  ფორმა -- საერთოსაკლასო.
დრო - 5 წთ
 სასწავლო  რესურსი
    დაფა, ცარცი, პროექტორი , ნოუთბუქი ,  მარკერები  , A4 ზომისფურცელები , პლასტმასის სავარცხელი, პლასტმასის კალამი, მინის წკირი, შალის ქსოვილი, ბოთლი (წყლით სავსე), ჯამი, დაქუცმაცებული ქაღალდი, საჰაერობუშტები,  პლასტმასის  სახაზავი
    ჯგუფური  მუშაობის  შეფასების   რუბრიკას(დანართი #1)
    ექსპერიმენტის შედეგების   შეფასების  რუბრიკას (დანართი #2)
      ცდის  ოქმი   (დანართი #3)


შეფასება
განმავითარებელი -- მასწავლებლის  ზეპირი  კომენტარი.
შედეგი
 მოსწავლეს   შეუძლია  მარტივი   ცდებით  აჩვენოს, რომ ხახუნით   შესაძლებელია  ზოგიერთი  სხეულის  დამუხტვა;
აკვირდება  და აღწერს  დამუხტული  სხეულის  ურთიერთქმედებას სხვა სხეულებთან.


ჯგუფური  მუშაობის  შეფასების   რუბრიკა (დანართი #1)
1.      ჯგუფის წევრების  თანაბარი  ჩართულობა
2.     ურთიერთმოსმენისა  და აზრის გაზიარების  უნარი
3.     ინსტრუქციის მოხედვით  მუშაობა
4.     დროის ლიმიტის  დაცვა.

ექსპერიმენტის შედეგების   შეფასების  რუბრიკა (დანართი #2)
1.     ცდის/ექსპერიმენტის  მიზნის  ჩამოყალიბება
2.     ცდისთვის საჭირო  მასალის  შერჩევა
3.     ცდის მსვლელობის  აღწერა
4.     დასკვნა



                                           
                                                ცდის  ოქმი   (დანართი #3)

ცდისმიზანი:
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------

საჭირორესურსი  
---------------------------------------------------------------------------------
ცდის მსვლელობა:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
დასკვნა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------







გაკვეთილის  თემა
ნივთიერების   მდგომარეობის  ცვლილება
საგანი  მასწავლებლის  სახელიდა  გვარი
ბუნებისმეტყველება
თეა  მამისაშვილი
სწავლების  საფეხური/კლასი
დაწყებითი/ V-2  კლასი
დრო
45 წთ
მოსწავლეთაპროფილი
27   მოსწავლე,  სსსმ  მოსწავლე  კლასში  არ  არის.
სასწავლომიზნები
  მოსწავლემ შეძლოს ნივთიერების (წყლის) ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაზე დასაკვირვებლად ტემპერატურის განსაზღვრა;
აღწეროს გაყინვა-გალღობის, აორთქლება-კონდენსაციის პროცესები და წარმოადგინოს დიაგრამებისა და ცხრილის სახით.

ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან   შესაბამისობა
ბუნ.V.5. მოსწავლესშეუძლია  ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობების დახასიათება.
მასწავლებლის დახმარებით შეძლოს დაგეგმოს და ჩაატაროს ცდები წყლის ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაზე დასაკვირვებლად. გაზომოს ტემპერატურა და აღწეროს წყლის გაყინვა-გალღობის, აორთქლება-კონდენსაციის პროცესები, დააკვირდეს ამ პროცესთა შექცევადობას.

მოსწავლეთაწინარეცოდნა
მოსწავლეფლობსინფორმაციასთურაარის  ნივთიერება; როგორინივთიერებებიარსებობს; რას ეწოდება აგრეგატული მდგომარეობა; რა  სახის აგრეგატული მდგომარეობები არსებობს დასაუბრობსმათშორისგანსხვავებაზე.  
გაკვეთილისმსვლელობა/ საკლასო  მენეჯმენტი        
მოსამზადებელი  ფაზა - საორგანიზაციოსაკითხები (სიისამოკითხვა) -2 წთ
                 
აქტივობა - 1- წინარეცოდნისგააქტიურებისგზითმიზნისგაცნობა

გაკვეთილს  ვიწყებ    ფოტოების განხილვით. ვისაუბრებთ თუ რა კავშირშია  ეს ფოტოები დღევანდელ გაკვეთილის თემასთან.



კითხვა-პასუხის მეთოდით  ვიხსენებთ
1)      რა  არის  ნივთიერება?
2)      როგორინივთიერებებიარსებობს?
3)      როგორია სუფთა და ნარევი ნივთიერება?
4)      რას ეწოდება აგრეგატული მდგომარეობა?
5)      რა  სახის აგრეგატული მდგომარეობები არსებობს?
6)      რა თვისებებით ხასიათდება მყარი, თხევადი და აირადი ნივთიერება?

მოსწავლეები დაფაზე  თანმიმდევრულად  გააკრავენ წყლის აგრეგატულ  მდგომარეობის ფოტოებს ( ყინულის კუბები, წყალი, ადუებული წყალი).

მოსწავლეთაორგანიზებისფორმა -- საერთოსაკლასო.
დრო - 10 წთ
           
შედეგი:  მოსწავლეებს  შეუძლიათ წინარეცოდნის გააქტიურების გზით   გაკვეთილის  მიზნის  ჩამოყალიბება.
  
    
აქტივობა - 2 ჯგუფური  მუშაობა - ექსპერიმენტი - წყლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესზე  დაკვირვება.

მოსამზადებელი ეტაპი - 5 წთ
მოსწავლეები 5 ჯგუფადშემთხვევითობისპრინციპითგადანაწილდებიან. თვითონაირჩევენპრეზენტატორს, რომელიცცდისშედეგსწარმოადგნს დიაგრამებისა და ცხრილის სახით.

მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ურიგებს  ცდისთვის  საჭირო  რესურსებს:
        ყინულის  კუბებს, წყალს, ქიმიურ ჭიქას, შტატივს, სპირტქურას, დუღილის ტემპერატურის  საზომ  თერმომეტრს.
დაკვირვების  შედეგების  ცხრილსა  და დიაგრამებს, რომელსაც ცდის დასრულების შემდეგ  შეავსებენ  და  წარადგენენ;
        ინსტრუქციას(დანართი #1)
        უსაფრთხოების წესებს (დანართი #2)
        შედეგების წარდგენათ ცხრილსა და დიაგრამას(დანართი #3)
        ჯგუფური  მუშაობის  შეფასების   რუბრიკას(დანართი #4)
        ექსპერიმენტისშედეგებისპრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკას (დანართი #5)
საჭირო რესურსები მასწავლებლის მიერ  წინასწარ იქნება გამზადებული.

                            ცდის  მსვლელობა
მასწავლებელი  მოსწავლეებს  მათი უსაფრთხოების დაცვის  მიზნით აცნობს ინსტრუქციას  და უსაფრთხოების  წესებს.მოსწავლეები მასწავლებლის  დახმარებით ატარებენ ექსპერიმენტს და აკვირდებიან  წყლის ერთიმდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესს. ვიდრე მოსწავლეები დაიწყებენ ექსპერიმენტს, მანამდე მასწავლებელი სადემონსტრაციო მაგიდაზე  დებს ყინულის კუბებით   გამჭვირვალე  ჭიქას და მოსწავლეებს მიმართავს კითხვით:
-          რას ხედავენ?
-          რომელ მდგომარეობაშია წყალი?
-          თქვენი აზრით, რამდენ გრადუსზე იყინება წყალი?
მოსწავლეებიგამოთქვავენთავიაანთმოსაზრებებს, მასწავლებელი ყველა  მოსაზრებას დაფაზეწერს. პასუხები რამდენად შეესაბამება  სისწორეს ადასტურებენ  მარტივი ცდით. ამისათვის ერთ ჭიქაში  ჩადებენ თერმომეტრს და დადგავენ 5 წთ-ით გრილ ადგილას(გამათბობელსა და მზის შუქს მოშორებული)
მოსწავლეებიცდისთვის  საჭირო  რესურსს იყენებენ  თანმიმდევრულად, მასწავლებლის მითითებით:

       ქიმიურ ჭიქაში, რომელიც  დამაგრებულია  შტატივზე  ჩაყარეთ ყინულის კუბები;
-          რა დაემართება ამ კუბებს, თუ მათ ცეცხლზე შევათბობთ?
       ქიმიური ჭიქა დადგით სპირტქურაზე;
       დაელოდეთ  სანამ ყინული მთლად არ გალღვება;
-          რა ეწოდება ნივთიერების  მყარი მდგომარეობიდან  თხევად მდგომარეობაში გადასვლას?
-          რა პირობა შევქმენით, რომ მყარი ყინული თხევადად გადაგვექცია?
-          რა ეწოდება გათბობის საშუალებით ყინულის წყლად გადაქცევას?
-          თქვენი აზრით, რა მოხდება, თუ გავაგრძელებთ წყლის გაცხელებას?
სანამ წყალი ცხელდება, მოსწავლეებმა უნდა შეამოწმონ ყინულის ტემპერატურა ყინულიან ჭიქაში. ამისათვის მასწავლებლის თხოვნით 3-4 მოსწავლე შეამოწმებს თერმომეტრის მაჩვენებელს და უჩვენებს თითოეულ ჯგუფს. თერმომეტრის მაჩვენებელი არის 00C. ეს მონაცემი ფიქსირდება სქემაზე ყინულის  ნახატის ზემოთ და  მასწავლებლის დახმარებით გამოიტანენ დასკვნას, რომ ყინულის ტემპერატურა არის 00C.
      ამ დროისათვის წყალი იწყებს დუღილს.
-          რა ემართება წყალს?
-          რა არის დუღილი?
-          თქვენი აზრით, რამდენ გრადუსზე  იწყებს წყალი დუღილს?
მასწავლებელიდაფაზეწერსმოსწავლეებისყველამოსაზრებასდამოსწავლეებთანერთადამოწმებსთერმომეტრითმათიპასუხებისსისწორეს.
        თერმომეტრისსაშუალებითდაადგინეთწყლისდუღილისტემპერატურადაგანსაზღვრეთრატემპერატურაზეიწყებსწყალიაორთქლებას;

მოსწავლეებმა უნდა ჩადონთერმომეტრი ადუღებულწყალშიდა 2 წუთისშემდეგდააფიქსირონთერმომეტრისმაჩვენებელი. იგიაჩვენებს 1000C. ეს მაჩვენებელი უნდა დაფიქსირდეს სქემაზე დუღილის ამსახველი ნახატის ზემოთ.
-          რა მოხდება  თუ ქვაბს ცეცხლზე დავტოვებთ და შეძლებისდაგვარად დიდხანს გავაგრძელებთ დუღილს?
-          რა ეწოდება სითხიდ გადაქცევის პროცესს?
-          რა პირობის შექმნაა საჭირო იმისათვის, რომ წყალმა დაიწყოს აორთქლება?
       ჩააქრეთ  სპირტქურა,  ქიმიური ჭიქას, რომელშიც ადუღებული წყლია  თავზედაახურეთგამჭვირვალეხუფიდადააკვირდით.
-          რას ამჩნევთ  თავსახურზე?
-          თქვენი აზრით, რამ გამოიწვია წყლის წვეთების წარმოქმნა?
-          რა ეწოდება ორთქლის წყლად გადაქცევას?
-          როგორ ფიქრობთ, კონდენსირებული  წყალი შეიძლება  მყარ მდგომარეობაში გადავიდეს? როგორ?

            კლასის  ორგანიზების  ფორმა -ჯგუფური
            დრო-  20წთ
წთ  მეთოდი - ჯგუფური  დისკუსია

შედეგი:  მოსწავლეს  შეუძლია ნივთიერების (წყლის) ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაზე დასაკვირვებლად ტემპერატურის განსაზღვრა; აღწერს გაყინვა-გალღობის, აორთქლება-კონდენსაციის პროცესებს.

აქტივობა - 4- შედეგების წარდგენა ცხრილისა და დიაგრაის სახით.

მასწავლებელისთხოვსმოსწავლეებსგამოიტანონდასკვნები:
ჯგუფებსდაურიგებსფურცლებს, რომელზეცშეავსებენცხრილსადადიაგრამას.შემდეგმოხდებაშესრულებულიდავალებისპრეზენტაცია.პრეზენტაციასაკეთებსორიჯგუფი.  (შერჩევამოხდებაშემთხვევითობისპრინციპით).ერთი ჯგუფი წარადგენს ცდის შედეგს ცხრილის სახით, ხოლო მეორე ჯგუფი დიაგრამის სახით.
(მასწავლებელს წინასწარ ექნება მომზადებული  ფურცლები. ორ  ფურცელზე აღნიშნული იქნება სიტყვა მომხსენებელი და რომელ ჯგუფსაც შეხვდება აღნიშნული ფურცელი ის  წარადგენს ცდის შედეგს) (დანართი #3)     
             კლასის  ორგანიზების  ფორმა - ინდივიდუალური
              დრო- 5  წთ
                                
შედეგი:  მოსწავლეებს  შეუძლიათ მოახდინონ დაკვირვება წყლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესზე და წარმოადგინონ დაკვირვების შედეგები ცხრილისა და დიაგრამის სახით.
         
აქტივობა-5--შეჯამება .
მასწავლებელი  შეჯამების  მიზნით მოსწავლეების  აქტიური  დახმარებით  კითხვა- პასუხის მეთოდით აჯამებს  გაკვეთილს.

მოსწავლეთა  ორგანიზების  ფორმა -- საერთოსაკლასო.
დრო - 3 წთ



ს სასწავლო  რესურსი
დაფა, ცარცი, პროექტორი , ნოუთბუქი , ფლირჩატი , მარკერები  , A4 ზომისფურცელები , ყინულის  კუბები, წყალი, ქიმიური ჭიქა, შტატივი, სპირტქურა, დუღილის ტემპერატურის  საზომი  თერმომეტრი;
ინსტრუქცია (დანართი #1)
უსაფრთხოების წესები(დანართი #2)
 შეფასებისრუბრიკები (ჯგუფური მუშაობის და ექსპერიმენტის შედეგების პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკა   დანართი #4; #5)  
დაკვირვების  შედეგების  ცხრილი და დიაგრამა  დანართი #3
შეფასება
განმავითარებელი -- მასწავლებლის  ზეპირი  კომენტარი.
შეფასებისრუბრიკები (ჯგუფურიმუშაობის;  ექსპერიმენტისშედეგებისდაშედეგებისპრეზენტაციის  დანართი #4; #5)
შედეგი
ბუნ.V.5. მოსწავლესშეუძლია  ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობების დახასიათება.
მასწავლებლის დახმარებით შეუძლია  დაგეგმოს და ჩაატაროს ცდები წყლის ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაზე დასაკვირვებლად. გაზომოს ტემპერატურა და აღწეროს წყლის გაყინვა-გალღობის, აორთქლება-კონდენსაციის პროცესები, აკვირდება ამ პროცესთა შექცევადობას.







ინსტრუქცია(დანართი #1)

       ქიმიური ჭიქაში, რომელიც  დამაგრებულია  შტატივზე  ჩაყარეთ ყინულის კუბები;
       ქიმიურ ჭიქა დადგით სპირტქურაზე;
       დაელოდეთ  სანამ ყინული მთლიანად არ გალღვება;
        თერმომეტრისსაშუალებითდაადგინეთწყლისდუღილისტემპერატურა;
       ჩააქრეთ  სპირტქურა,  ქიმიური ჭიქას, რომელშიც ადუღებული წყალია  თავზე  დაახურეთ გამჭვირვალე  ხუფი  და  დააკვირდით.









უსაფრთხოების წესები(დანართი #2)

1) ლაბორატორიული  ჭურჭლის გადაადგილება მასწავლებლის ნებართვის  გარეშე დაუშვებელია.
2) სპირტქურის გამოყენებისას  მათან ახლოს მისვლა(ზემოდან დახედვა) აკრძალულია.
3) დაუშვებელია სპირტქურასთან  ახლოს ადვილად აალებადი სხეულების(მაგ; ქაღალდი) დადეა.
4) ცდის  მსვლელობისას დაუშვებელია გაცხელებული ჭურჭლის ხელით შეხება და მის გაცივებამდე შენავა.











შედეგების წარდგენა ცხრილისა და დიაგრამისსახით(დანართი #3)



წყალი
ტემპერატურა
გაყინული
1000c
დუღილის დროს
00c






                                                დანართი  #4
ჯგუფური  მუშაობის  შეფასების   რუბრიკა
კრიტერიუმები
სრულიად
ნაწილობრივ
განსავითარებელი
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება.



ჯგუფში  ერთმანეთის  მოსმენა



უსაფრთხოების  წესების  დაცვა



დროის   ლიმიტი










დანართი #5
ექსპერიმენტის  შედეგების  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
სრულიად
ნაწილობრივ
განსავითარებელი
წყლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესზე  დაკვირვება.



მსჯელობა ნივთიერების ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლაზე (წყლის გაყინვა-გალღობის, აორთქლება-კონდენსაციის პროცესებზე)



შედეგების  აღრიცხვა და წარდგენა ცხრილისა და დიაგრამისსახით






გაკვეთილის  თემა
კომპასი
საგანი  მასწავლებლის  სახელიდა  გვარი
ბუნებისმეტყველება
თეა  მამისაშვილი
სწავლების  საფეხური/კლასი
დაწყებითი/ V-2  კლასი
დრო
45 წთ
მოსწავლეთაპროფილი
27   მოსწავლე,  სსსმ  მოსწავლე  კლასში  არ  არის.
სასწავლომიზნები
 მოსწავლემ შეძლოს გარემოში ორიენტირება  კომპასის  საშუალებით: მოიძიოს  ინფორმაცია  კომპასის  გამოგონების  ისტორიის შესახებ  და  ინსტრუქციის  მიხედვით  დაამზადოს მარტივი კომპასი.
ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან   შესაბამისობა
ბუნ.V.8. მოსწავლეს შეუძლია  გარემოში ორიენტირებისთვის  გეოგრაფიული  ინსტრუმენტების/ ხელსაწყოების  გამოყენება.
მოიძიებს ინფორმაციას კომპასის გამოგონების ისტორიის შესახებ და ინსტრუქციის მიხედვით ამზადებს მარტივ კომპასს;
ასრულებს /ადგენს სამ-ოთხ მიმართულებიან ინსტრუქციას კომპასის დახმარებით;

მოსწავლეთაწინარეცოდნა
მოსწავლე ფლობს ინფორმაციას, თუ რა არისჰორიზონტიჩამოთვლის ჰორიზონტის ძირითად და შუალედურ მხარეებს.
გაკვეთილისმსვლელობა/ საკლასო  მენეჯმენტი            
მოსამზადებელი  ფაზა - საორგანიზაციო საკითხები (სიის ამოკითხვა) -2 წთ  
აქტივობა - 1- წინარე   ცოდნის გააქტიურების გზით მიზნის გაცნობა
გაკვეთილს  ვიწყებ  საშინაო დავალების - კომპასის  გამოგონების  ისტორიის შესახებ  მოძიებული  ინფორმაციის  განხილვით.
(კითხულობს  ერთი , დანარჩენები  უსმენენ და საჭიროების   შემთხვევაში შეავსებენ განსხვავებული  ინფორმაციით ).

კითხვა-პასუხის მეთოდით  ვიხსენებთ
1)      რა არის ჰორიზონტი?
2)  რა  სახის   ჰორიზონტი  არსებობს?
3) როგორია  ღია  და  დახურული  ჰორიზონტი?
2) რომელია ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეები?
3) როგორ აღინიშნება ისინი
4)  როგორ  გამოისახება  სქემატურად.
მოსწავლეები გამოთქვავენ ვარაუდებს გაკვეთილის მიზნისა და  თემის  შესახებ.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა -- საერთო საკლასო.
დრო - 10 წთ               
შედეგი:  მოსწავლეებს  შეუძლიათ წინარე ცოდნის გააქტიურების გზით   გაკვეთილის  მიზნის  ჩამოყალიბება.

                    აქტივობა - 2  წყვილებში  მუშაობა
 წყვილებში   მოსწავლეები  შეასრულებენ  სამი  სახის დავალებას.
1. დაადგინონ  კომპასის მთავარი  ნაწილის-მაგნიტური ისარის თვისება
2. დაამზადონ მარტივი  კომპასი.
 3.  კომპასის გამოყენებით განსაზღვრონ რა მიმართულებით   მდებარეობს სკოლის მთავარი შემოსასვლელი და სკოლის სპორტული მოედანი.

მოსამზადებელი ეტაპი - 10 წთ
დავალებების შესრულებამდე მასწავლებელი  მოსწავლეებს ურიგებს საჭირო  რესურსს, რომელიც  მის მიერ  წინასწარ იქნება გამზადებული.
1 დავალებისთვის:  კომპასი, პლასტმასის  სახაზავი, საშლელი, რკინის  ლურსმანი, ფანქარი, რკინის გასაღები და მაგნიტი.
2 დავალებისთვის:  მაგნიტი, დიდი ზომის ნემსი ან მახათი, პლასტმასის ან ფაიფურის ღრმა თეფში ან თასი, წყალი, ქაღალდი.
3 დავალებისთვის  მხოლოდ  კომპასი.
·       შედეგების  ცხრილი (დანართი #1)
     კომპასის  დამზადების დროს უსაფრთხოების  წესები(დანართი #3)
   შესასრულებელი  დავალებების  ინსტრუქციები(დანართი #4,5,6)

მოსწავლეები    კომპასის  დახმარებით  განსაზღვრავენ   [1] [2] [3] შესასრულებელი დავალებების ინსტრუქციის  მდებარეობას.
ცდის  დაწყებამდე   სამი  მოსწავლე( შემთხვევითობის პრინციპით - გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით შეირჩევა) კომპასის  გამოყენებით  იპოვის   დავალებების   ინსტრუქციას, რომელიც წინასწარ მასწავლებლის  მიერ  საკლასო  ოთახში იქნება დამალული.(თითო დავალებას თითო მოსწავლე მოძებნის).
რომელ დავალებასაც იპოვის მოსწავლე იმ დავალებას შეასრულებენ მისი რიგის მოსწავლეები(მოსწავლეები სხედან სამ რიგად და შესაბამისად ერთ დავალებას ერთი რიგი შეასრულებს, მორეს მეორე რიგი და მესამე დავალებას - მესამე რიგი).
  მოსწავლეებმა კომპასით უნდა დაადგინონ ჩრდილოეთის  მიმართულება და მასწავლებლის მითითებით იპოვონ  შესასრულებელი სამი  დავალების ინსტრუქცია.
შედეგი: მოსწავლეს  შეუძლია კომპასის  გამოყენებით მიმართულების  დადგენა.
                                               

                                 აქტივობა 3
დავალება-1. კომპასის მთავარი  ნაწილის-მაგნიტური ისრის თვისების  დადგენა
   მასწავლებელი  მოსწავლეებს დაურიგებს  სვადასხვა საგნებს (პლასტმასის  სახაზავი, საშლელი, რკინის  ლურსმანი, ფანქარი, რკინის გასაღები) და სთხოვს  მოსწავლეებს  გამოთქვან ვარაუდი კომპასთან რომელი მათგანის მიახლოებისას  შეიცვლის კომპასის ისარი მდგომარეობას და პასუხები ჩაწერონ ცხრილში. 
     მასწავლებლის  მითითება:
      თითოეული  მათგანი  უნდა მიუახლოვონ კომპასს, დააკვირდნენ რა მოხდა თითოეულ შემთხვევაში, შედეგები კვლავ ჩაინიშნონ ცხრილში და გამოიტანონ დასკვნა: სად  დაემთხვა  მათი ვარაუდი და ცდის შედეგი?
       შედეგი: მოსწავლეს  შეუძლია კომპასის მთავარი  ნაწილის-მაგნიტური ისრის თვისების  დადგენა


                                                   აქტივობა - 4
                         დავალება-2.  კომპასის   დამზადება.
მასწავლებელი  მოსწავლეებს ეუბნება, რომ მათ თავად შეუძლიათ დაამზადონ  კომპასი.
მასწავლებლის  მითითება
1.  დაიცვან უსაფრთხოების  წესი - ნემსი (მახათი)  ხელში  აიღონ  ყუნწის მხრიდან. დამაგნიტების დროს  კი -  ხელი მოკიდონ მის შუა ნაწილში, რომ ნემსის წვერი ხელში არ შეერჭოთ;
2. ნემსი(მახათი)  ყუნწის მხრიდან, დაახლოებით 50-60 ჯერ მაინც სულ ერთი და იმავე მიმართულებით გაუსვან მაგნიტს;
3. დამაგნიტებულ ნემსზე დაამაგრონ პატარა ზომის ფურცელი;
4. თასში ჩაასხან წყალი. ჩადონ ნემსზე დამაგრებლი ფურცელი.ისინი მიიღებენ  მარტივ კომპასს. კომპასის  ისრის ფუნქციას ასრულებს ნემსი, რომლის დამაგნიტებული ყუნწი , როგორც კომპასის  ისრის ბოლო, უჩვენებს  ჩრდილოეთის მიმართულებას.
5. წყალში ჩაშვების შემდეგ დააკვირდნენ პროცესს და აღწერონ იგი.(გარკვეული დროის განმავლობაში ფურცელზე დამაგრებული ნემსი  წყალში იმოძრავებს, მაგრამ შემდეგ გაჩერდება)
6. გამოთქვან ვარაუდი, რომელ მიმართულებას უჩვენებს ამ დროს ნემსის ყუნწი.

შედეგი: მოსწავლეს შეუძლია მარტივი კომპასის დამზადება და მისი დახმარებით ჩრდილოეთის მიმართულების განსაზღვრა.
                

                                              





                                             აქტივობა - 5
 დავალება  3.  კომპასის გამოყენებით განსაზღვრონ რა მიმართულებით მდებარეობს სკოლის მთავარი შემოსასვლელი და სკოლის სპორტული მოედანი.
მასწავლებლის  მითითება:
1. კომპასი  დაიდონ ხელის გულზე  ან მაგიდაზე და ისე შემოატრიალონ, რომ  ჩრდილოეთის აღმნიშვნელი  ,,N ‘’ ნიშანი ისრის ლურჯ ბოლოს გაუსწორონ.
- რომელ  მიმართულებას უჩვენებს ისარი?
- რომელ მხარეს იქნება სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი?
2. თქვენი დგომის წერტილიდან  განსაზღვრეთ სკოლის მთავარი შემოსასვლელი და სკოლის სპორტული მოედანი.
შედეგი:  მოსწავლეს შეუძლია  მასწავლებლის ინსტრუქციით  ოთხი  მიმართულების დაგენა.
                   კლასის  ორგანიზების  ფორმა - წყვილებში მუშაობა.
               დრო-  10 წთ
                                         
                                                        

                                                                                          
                                                          აქტივობა - 6
                        წყვილებში  შესრულებული დავალების პრეზენტაცია.

      პრეზენტაციას  აკეთებს  თითო რიგიდან ერთი მოსწავლე                                                            (შემთხვევითობის  პრინციპით - გამოსაძახებელი ჩხირების  მეშვეობით).
ერთი  რიგი წარადგენს ცდის შედეგს ცხრილის სახით (დანართი #1);
 მეორე  რიგი  აღწერს როგორ დაამზადა მარტივი კომპასი; 
მესამე კი -  კომპასის გამოყენებით  როგორ განსაზღვრა  რა მიმართულებით მდებარეობს სკოლის მთავარი შემოსასვლელი და სკოლის სპორტული მოედანი.

დრო - 8 წთ

                                                             აქტივობა-7
                                    გაკვეთილის შეჯამება .
მასწავლებელი  შეჯამების  მიზნით მოსწავლეების  აქტიური  დახმარებით  კითხვა- პასუხის მეთოდით აჯამებს  გაკვეთილს.
მასწავლებელი  მოსწავლეებს  მიმართავს კითხვებით:
1.      რა სახის  აქტივობები განვახორციელეთ?
2.      რომელ ხელსაწყოზე გვქონდა საუბარი?
3.      რისთვის გვჭირდება  კომპასი ?
4.       რისთვის გვჭირდება ჰორიზონტის მხარეების დადგენა?
5.      რაში გამოიყენებეთ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში?

მოსწავლეთა  ორგანიზმების  ფორმა -- საერთო საკლასო.
დრო - 3 წთ

                                 აქტივობა - 8
საშინაო დავალება:  კომპასის  გამოყენებით დაადგინეთ , თქვენი  სახლიდან რა მიმართულებით  მდებარეობს    სხვადასხვა  ობიექტები. მაგ; მაღაზია, ავტოფარეხი და სახლის  მთავარი  შემოსასვლელი.
დრო - 2 წთ

                       დამატებითი აქტივობა - 9
დაადგინეთ  საქართველოს მეზობელი ქვეყნების მდებარეობა (დანართი #7)

სასწავლო  რესურსი
დაფა, ცარცი, პროექტორი , ნოუთბუქი , ფლირჩატი , მარკერები  , A4 ზომის ფურცელები.
1 დავალებისთვის:  კომპასი, პლასტმასის  სახაზავი, საშლელი, რკინის  ლურსმანი, ფანქარი, რკინის გასაღები და მაგნიტი.
2 დავალებისთვის: მაგნიტი, დიდი ზომის ნემსი ან მახათი, პლასტმასის ან ფაიფურის ღრმა თეფში ან თასი, წყალი, ქაღალდი.
3 დავალებისთვის  მხოლოდ  კომპასი.
·         შედეგების  ცხრილი (დანართი #1)
     წყვილებში  მუშაობაზე  დაკვირვების  ცხრილი(დანართი #2)
       კომპასის  დამზადების დროს უსაფრთხოების  წესები
           (დანართი #3)
       შესასრულებელი  დავალებების  ინსტრუქციები
           (დანართი #4,5,6)


შეფასება
განმავითარებელი -- მასწავლებლის  ზეპირი  კომენტარი.
შედეგი
ბუნ.V.8. მოსწავლეს შეუძლია  გარემოში ორიენტირებისთვის  გეოგრაფიული  ინსტრუმენტების/ ხელსაწყოების  გამოყენება.
მოსწავლე   იძიებს  ინფორმაციას  კომპასის  გამოგონების  ისტორიის შესახებ და  ინსტრუქციის  მიხედვით  ამზადებს  მარტივ  კომპასს;
ასრულებს/ ადგენს  სამ-ოთხ მიმართულებიან  ინსტრუქციას კომპასის  გამოყენებით.


                                    


                                       შედეგების  ცხრილი (დანართი #1)


საგანი
ვარაუდი
ცდის  შედეგი
პლასტმასის   სახაზავი


რკინის  ლურსმანი


ფანქარი


საშლელი


რკინის გასაღები



      





                                                        

                                          
                                                  წყვილებში  მუშაობაზე  დაკვირვება (დანართი #2)

მოსწავლის   გვარი
სახელი
ინფორმაციის მოძიება კომპასის გამოგონების ისტორიის შესახბ
გარემოში  ორიენტირება  კომპასის  საშუალებით
ინსტრუქციის  მიხედვით  მარტივი  კომპასის  დამზადება
სრულად
ნაწილობრივ
განსავითარებელი
სრულად
ნაწილობრივ
განსავითარებელი
სრულად
ნაწილობრივ
განსავითარებელი





































































































































































































































































(დანართი #3)
კომპასის  დამზადების დროს უსაფრთხოების  წესების  დაცვა

       დაიცვან უსაფრთხოების  წესი
1.  ნემსი (მახათი)  ხელში  აიღონ  ყუნწის მხრიდან.
2. დამაგნიტების დროს   ნემსს  ხელი მოკიდონ  შუა ნაწილში, რომ ნემსის წვერი ხელში არ შეერჭოთ;



(დანართი #4)
დავალება-1. კომპასის მთავარი  ნაწილის-მაგნიტური ისრის თვისების  დადგენა

     მასწავლებელი  მოსწავლეებს დაურიგებს  სვადასხვა საგნებს (პლასტმასის  სახაზავი, საშლელი, რკინის  ლურსმანი, ფანქარი, რკინის გასაღები) და სთხოვს  მოსწავლეებს  გამოთქვან ვარაუდი კომპასთან რომელი მათგანის მიახლოებისას  შეიცვლის კომპასის ისარი მდგომარეობას და პასუხები ჩაწერონ ცხრილში. 
     მასწავლებლის  მითითება:
      თითოეული  მათგანი  უნდა მიუახლოვონ კომპასს, დააკვირდნენ რა მოხდა თითოეულ შემთხვევაში, შედეგები კვლავ ჩაინიშნონ ცხრილში და გამოიტანონ დასკვნა: სად  დაემთხვა  მათი ვარაუდი და ცდის შედეგი?



(დანართი #5)


 დავალება-2.  კომპასის   დამზადება.
მასწავლებელი  მოსწავლეებს ეუბნება, რომ მათ თავად შეუძლიათ დაამზადონ  კომპასი.
მასწავლებლის  მითითება
1. ნემსი(მახათი)  ყუნწის მხრიდან, დაახლოებით 50-60 ჯერ მაინც სულ ერთი და იმავე მიმართულებით გაუსვან მაგნიტს;
2. დამაგნიტებულ ნემსზე დაამაგრონ პატარა ზომის ფურცელი;
3. თასში ჩაასხან წყალი. ჩადონ ნემსზე დამაგრებლი ფურცელი.ისინი მიიღებენ  მარტივ კომპასს. კომპასის  ისრის ფუნქციას ასრულებს ნემსი, რომლის დამაგნიტებული ყუნწი , როგორც კომპასის  ისრის ბოლო, უჩვენებს  ჩრდილოეთის მიმართულებას.
4. წყალში ჩაშვების შემდეგ დააკვირდნენ პროცესს და აღწერონ იგი.(გარკვეული დროის განმავლობაში ფურცელზე დამაგრებული ნემსი  წყალში იმოძრავებს, მაგრამ შემდეგ გაჩერდება)
5. გამოთქვან ვარაუდი, რომელ მიმართულებას უჩვენებს ამ დროს ნემსის ყუნწი.




(დანართი #6)

დავალება  3.  კომპასის გამოყენებით განსაზღვრონ რა მიმართულებით მდებარეობს სკოლის მთავარი შემოსასვლელი და სკოლის სპორტული მოედანი.
მასწავლებლის  მითითება:
1. კომპასი  დაიდონ ხელის გულზე  ან მაგიდაზე და ისე შემოატრიალონ, რომ  ჩრდილოეთის აღმნიშვნელი  ,,N ‘’ ნიშანი ისრის ლურჯ ბოლოს გაუსწორონ.
2. თქვენი დგომის წერტილიდან  განსაზღვრეთ სკოლის მთავარი შემოსასვლელი და სკოლის სპორტული მოედანი.




გაკვეთილის  თემა
 მასალის შერჩევა  და  გამოყენება
საგანი  მასწავლებლის  სახელიდა  გვარი
ბუნებისმეტყველება
თეა  მამისაშვილი
სწავლების  საფეხური/კლასი
დაწყებითი/ V-2  კლასი
დრო
45 წთ
მოსწავლეთაპროფილი
27   მოსწავლე,  სსსმ  მოსწავლე  კლასში  არ  არის.
სასწავლომიზნები
მოსწავლემ  შეძლოს გამოიკვლიოს  სხეულები;
ისაუბროს მასალების  თვისებებსა  და გამოყენების შესახებ;
შეძლოს ამა თუ იმ საგნის დასამზადებლად კონკრეტული მასალის შერჩევაზე.
ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან   შესაბამისობა






ბუნ.V.4. მოსწავლეს შეუძლია  მასალების  განსხვავება, მათი  თვისებების  შესახებ  მსჯელობა.
     იკვლევს  სხეულებს  და  ასახელებს  თუ რა მასალისგან შედგება  ისინი;
     ამოიცნობს და ასახელებს ბუნებრივ და ხელოვნურ მასალებს, საუბრობს მათი თვისებების  და გამოყენების შესახებ.
        ირჩევს მასალას სხეულის დასამზადებლად და ასაბუთებს არჩევანს(მაგ; გამჭვირვალობა, სიმტკიცე)

მოსწავლეთაწინარეცოდნა
მოსწავლე ფლობს ინფორმაციას თუ რა არის  სხეული; რა არის  მასალა; როგორი მასალები არსებობს; იცნობს ხელოვნურ და ბუნებრივ მასალებს და საუბრობს მათ შორის განსხვავებაზე. 


გაკვეთილისმსვლელობა/ საკლასო  მენეჯმენტი        
მოსამზადებელი  ფაზა - საორგანიზაციო საკითხები (სიის ამოკითხვა) -2 წთ

                 

აქტივობა - 1- წინარე ცოდნის გააქტიურების გზით მიზნის გაცნობა

წინასწარ  მაგიდაზე გამზადებულია სხვადასხვა სახის სხეული და მასალა.  მაგალითად, მინის ჭიქა, მატყლი, ტყავი, ბამბა, ლურსმანი, პლასტმასის  ჭიქა, თეფში, ჩანგალი, კოვზი, ბოქლომი, ტყავის შალისა და რეზინის   ხელთათმანი.
 მაგიდაზე განლაგებული სხვადასხვა სახის სხეულებისა და მასალების ჩვენებით,   ვიხსენებთ
1) რა არის  სხეული?
2) რა არის  მასალა?
3) თითოეული სხეული რა მასალისაგან შედგება?
4)  როგორი მასალები არსებობს?
5) როგორია ხელოვნური და ბუნებრივი მასალები?
6)მოცემული სხეულებიდან რომელია ისეთი ერთნაირი სხეული, რომელიც  სხვადასხვა მასალისგანაა დამზადებული (მაგ; ტყავის, შალის და  რეზინის  ხელთათმანი);
7) მოცემული სხეულებიდან რომელია ისეთი სხეულები, რომლებიც ერთი მასალისგანაა დამზადებული(მაგ; პლასტმასის ჭიქა, თეფში, ჩანგალი, კოვზი  და  რკინის  ლურსმანი, ბოქლომი).

მოსწავლეთაორგანიზებისფორმა -- საერთო საკლასო.
დრო - 10 წთ
           
შედეგი:  მოსწავლეებს  შეუძლიათ წინარე ცოდნის გააქტიურების გზით   გაკვეთილის მიზნის  ჩამოყალიბება.

                   



  
     აქტივობა - 2- ჯგუფური  მუშაობა - ექსპერიმენტი

მოსწავლეები 5 ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდებიან. თვითონ აირჩევენ პრეზენტატორს, რომელიც წარმოადგენს ცდის შედეგებს.
მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ურიგებს  ცდისთვის  საჭირო  რესურსებს:
       კონვერტს, სადაც ჩადებულია ცდისთვის საჭირო საგნები:  რკინის  გასაღები, საშლელი, ალუმინის მავთული, თიხის  ნაჭერი, მაგნიტი და ლითონის ნივთები;
       დაკვირვების შედეგების ცხრილს, რომელსაც ცდების დასრულების შემდეგ შეავსებენ;
       ინსტრუქციას;
       ჯგუფური  მუშაობის  შეფასების   რუბრიკას (დანართი #1)
       ექსპერიმენტის შედეგების პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკას (დანართი #2)
საჭირო რესურსები მასწავლებლის მიერ  წინასწარ იქნება გამზადებული.
თითოეულმა ჯგუფმა ცდის ჩასატარებლად კონვერტიდან  უნდა ამოიღონ   საგნები და ჩაატარონ  მარტივი ცდები (თითოეული ჯგუფი ატარებს ხუთივე ცდას).
დრო - 5 წთ.

ინსტრუქცია:
ცდა #1 აიღეთ  რკინის გასაღები და შეეცადეთ შეუცვალოთ ფორმა: გადაღუნეთშედეგები ჩაინიშნეთ ფურცელზე;

ცდა #2 აიღეთ თიხის ნაჭერი და შეეცადეთ შეუცვალოთ ფორმა: გადაღუნეთ  ან ძირს დააგდეთ . შედეგები ჩაინიშნეთ ფურცელზე;

ცდა #3  მაგნიტის  დახმარებით სცადეთ მიიზიდოთ ლითონის ნივთები (ალუმინი, სპილენძი, რკინა). შედეგები ჩაინიშნეთ  ფურცელზე.

ცდა #4 აიღეთ საშლელი და შეეცადეთ შეუცვალოთ ფორმა, გადაღუნეთ. შედეგები ჩაინიშნეთ  ფურცელზე;

ცდა #5 აიღეთ ალუმინის მავთული  და გადაღუნეთ, შემოატრიალეთ. შედეგები ჩაინიშნეთ  ფურცელზე;
               
             კლასის  ორგანიზების  ფორმა -ჯგუფური
             დრო-  10 წთ
 წთ  მეთოდი - ჯგუფური  დისკუსია 

შედეგების  წარდგენა

მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად  თითო ცდის შედეგს  წარმოადგენს  თითო ჯგუფი.  მასწავლებლის მიერ კენჭისყრით  იქნება შერჩეული თუ  რომელიც ჯგუფი  რომელი ცდის შედეგს ცხრილის სახით წარმოადგენს (დანართი #3)

შედეგი:  მოსწავლეებს  შეუძლიათ ცდების ჩატარებით გამოიკვლიონ  მასალათა თვისებები, იმსჯელონ ამა თუ იმ საგნის დასამზადებლად კონკრეტული  მასალის შერჩევაზე  და აღწერონ  შედეგების  ფურცელზე.
   
აქტივობა - 3 - მინი ლექცია
სხეულის  ფორმის  შეცვლას  დეფორმაცია  ეწოდება. მასალა  დრეკადია,  თუ   სხეულზე ძალის მოქმედების შეწყვეტის  შემდეგ იგი   თავისით იბრუნებს პირვანდელ მდგომარეობას(მაგ; საშლელი).
მასალა პლასტიკურია, თუ   სხეულზე ძალის მოქმედების შეწყვეტის  შემდეგ  იგი   თავისით  ვერ იბრუნებს პირვანდელ მდგომარეობას(მაგ; ალუმინის  მავთული).
ამ აქტივობის  შეჯამების  მიზნით  მოსწავლეებს  ვთხოვ  უპასუხონ კითხვებს:

1)      თქვენი აზრით, რატომ შეიცვალა ადვილად რეზინის საშლელმა ფორმა და დაუბრუნდა  თავის საწყის მდგომარეობას?
2)       თქვენი აზრით,  საშლელისგან განსხვავებით, რატომ არ დაიბრუნა მავთულმა თავისი  პირვანდელი  მდგომარეობა?
3) მასალის  რა  თვისებებს  გაეცანით? (სიმტკიცე, სიმყიფე, მაგნიტით მიზიდვა, პლასტიკურობა, დრეკადობა).

შედეგი:  მოსწავლეებს  შეუძლიათ   განმარტონ რა არის დეფორმაცია ; იმსჯელონ ამა თუ იმ   მასალის  თვისებებზე   (სიმტკიცე, სიმყიფე, პლასტიკურობა, დრეკადობა, მაგნიტით მიზიდვა).

                    
              კლასის  ორგანიზების  ფორმა - ინდივიდუალური
               დრო- 12  წთ
                                 
                      
აქტივობა - 4- შემაჯამებელი  ეტაპი
გაკვეთილზე ჩატარებული აქტივობების შეჯამების მიზნით, მასწავლებელი გამოიყენებს მეთოდს  ვიცოდი,  გავიგე, მინდა ვიცოდე

ვიცოდი
გავიგე
მინდა  ვიცოდე


მოსწავლეთა  ორგანიზების  ფორმა -- საერთო საკლასო.
დრო - 5 წთ





აქტივობა - 5- საშინაო  დავალება - 1 წთ.

დახატე  ველოსიპედი და მის თითოეულ ნაწილს მიუწერე, რა მასალისგან  დაამზადებდი. ახსენი, რატომ გამოიყენებდი ამ მასალას?
სასწავლო  რესურსი
დაფა, ცარცი, პროექტორი , ნოუთბუქი , ფლირჩატი , მარკერები  , A4 ზომის ფურცელები , მინის ჭიქა, მატყლი, მინა, ტყავი, ლურსმანი, პლასტმასის  ჭიქა, თეფში, ჩანგალი, კოვზი, ბოქლომი, ტყავისა და შალის ხელთათმანი, გასაღები, საშლელი, ბამბა, ალუმინის მავთული, შეფასების რუბრიკები (ჯგუფური მუშაობის და ექსპერიმენტის შედეგების პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკა   დანართი #1; #2),  დაკვირვების  შედეგების  ცხრილი   დანართი #3
შეფასება
განმავითარებელი -- მასწავლებლის  ზეპირი  კომენტარი.
შეფასების რუბრიკები (ჯგუფური მუშაობის;  ექსპერიმენტის შედეგების და შედეგების პრეზენტაციის  დანართი #1; #2)
შედეგი
ბუნ.V. 4 .მოსწავლეს შეუძლია  მასალების განსხვავება, მათი  თვისებების  შესახებ მსჯელობა.
     ·     საუბრობს  მასალების  თვისებებსა  და გამოყენების შესახებ;
       მსჯელობს ამა თუ იმ საგნის დასამზადებლად კონკრეტული  მასალის შერჩევაზე.




                                                          დანართი  #1

ჯგუფური  მუშაობის  შეფასების   რუბრიკა
კრიტერიუმები
სრულიად
ნაწილობრივ
განსავითარებელი
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება.



ჯგუფში  ერთმანეთის მოსმენა



დროის   ლიმიტი
















დანართი #2

ექსპერიმენტის  შედეგების  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
სრულიად
ნაწილობრივ
განსავითარებელი
მასალათა  თვისებების
 გამოკვლევა.



მსჯელობა ამა თუ იმ   მასალის  თვისებებზე  (სიმტკიცე, სიმყიფე, პლასტიკურობა, დრეკადობა, მაგნიტით მიზიდვა).




შედეგების  აღრიცხვა













დანართი #3


ცდის  მიზანი: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


საჭირო  მასალა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



ცდა
საგანი
მასალა
მასალის თვისება
ცდის შედეგი
1





2





3





4





5














გაკვეთილის თემა
 მზის  სისტემა
საგანი
მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი
ბუნებისმეტყველება.
თეა  მამისაშვილი
სწავლების საფეხური/ კლასი
VI  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
26 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე კლასში არ არის
სასწავლო მიზნები
მოსწავლემ უნდა ისაუბროს  მზის შესახებ.. დაასახელოს და აღწეროს  მის ირგვლივ მოძრავი პლანეტები. იმსჯელოს მათ შორის განსხვავებებზე.შეძლოს  მიღებული  ცოდნის  ტრანსფერი, გააკეთოს მზის სისტემის მოდელი.
მოდელზე დაკვირვების  საფუძველზე აღწეროს პლანეტების მოძრაობა მზის  სისტემაში. უნდა შეეძლოს მიღებული ინფორმაციის  კლასიფიკაცია, ინტერპრეტაცია და დასაბუთება საკუთარ ცოდნასთან  ინტეგრირების       საფუძველზე;
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  შესაბამისობა
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები: წიგნიერება, ციფრული წიგნიერება,  სემიოტიკური წიგნიერება.   
                     

საგნობრივ სდანდარტთან
ბუნ.VI.6. მოსწავლეს  შეუძლია  პლანეტების მოძრაობის  აღწერა  მზის  სისტემაში.

მოსწავლეთა წინარე ცოდნა
 მოსწავლემ იცის  რომ გალაქტიკა არის  მილიარდობით ვარსვლავის  ერთობლიობა, გალაქტიკაში 200  მილიარდი ვარსკვლავია   და  მას  ,, ირმის  ნახტომს“ უწოდებენ. უნდა იცის, რომ  მზის სისტემაში 8  პლანეტაა. მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი. ამ პლანეტებიდან მერკური, ვენერა და დედამიწა შიდა პლანეტებია,რადგან ისინი მზესთან ძალიან ახლოსაა, ხოლო დანარჩენი კი- გარე პლანეტებია. მზის  სისტემაში შიდა პლანეტები მყარი ქანებისგან-ქვის და ლითონებისაგან შედგება, გარე პლანეტები კი -გაზებისა და სითხეებისაგან. პლანეტები ფერის მიხედვითაც განსხვავდება. მაგალითად, ვენერა თეთრია,მარსი და სატურნი წითელი, იუპიტერი  მოყვითალო-მოთეთრო ფერის,დედამიწა კი-ცისფერი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი







































აქტივობა 1 - საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.   დრო - 3 წთ

გამოწვევა  დრო - 2წთ
ვიდეო ფილმი  -  ,, მზის  სისტემის  პლანეტები  და  მათი  თანამგზავრები“
კითვა-პასუხი:  (3 წთ)
მოგეწონათ  თუ არა ფილმი?
ფილმში რა იყო თქვენთვის ნაცნობი?
რა გაიგეთ ახალი?
რა გინდათ იცოდეთ?
ამ დროს ვავსებ  დაფაზე გამზადებულ ცხრილს

მიზნის გაცნობა: მოსწავლემ უნდა ისაუბროს  მზის შესახებ. დაასახელოს და აღწეროს  მის ირგვლივ მოძრავი პლანეტები. იმსჯელოს მათ შორის განსხვავებებზე.შეძლოს  მიღებული  ცოდნის  ტრანსფერი, გააკეთოს მზის სისტემის მოდელი.
მოდელზე დაკვირვების  საფუძველზე აღწეროს პლანეტების მოძრაობა მზის  სისტემაში.
ვიცოდი
გავიგე
მინდა ვიცოდე


                         წინარე ცოდნის გააქტიურება :
თამაში: ,,გამოიცანი  რომელი  პლანეტა ვარ?“ -10წთ
არსებული ცოდნის შეფასება გამოცანებით;
                        მასწავლებელი  კითხულობს  გამოცანებს  პლანეტების შესახებ  და  მოსწავლეები  ზეპირად გამოიცნობენ   პლანეტის  სახელს.

1)                                     მე  მზის  სისტემაში ყველაზე პატარა პლანეტა ვარ. ჩემთან არ არის წყალი, არ იცის ქარები. გამოიცანი რომელი პლანეტა ვარ? (ერკური)მ
2)                                     მე მზის სისტემაში სიდიდით 2 პალნეტა ვარ. ჩემს  ირგვლივ  ათასამდე წვრილი რგოლი მოძრაობს. გამოიცანი, რომელი პლანეტა ვარ? (სატურნი)
3)                                     ჩემთან  გიგანტური ქარიშხალი მძვინვარებს, რომელიც უზარმაზარ წითელ ლაქას წააგავს. გამოიცანი რომელი ვარ? (იუპიტერი)
4)                                     მე ერთადერთი წამოწოლილი  პლანეტა ვარ მზის სისტემაში, გამოიცანი რომელი პლანეტა ვარ? (ურანი)
5)                                     მე სხვა პლანეტებისაგან განსხვავებით  პირუკუ ვტრიალებ. ჩემი დანახვა სისხამ დილით  შეიძლება, ამიტომაც ,, ცისკრის ვარსკვლავსაც“ მეძახიან.გამოიცანი,რომელი პლანეტა ვარ?(ვენერა)
6)                                     მე წითელ პლანეტას მეძახიან.სწორედ ჩემთან მდებარეობს  ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში ოლიმპი.გამოიცანი რომელი პლანეტა ვარ? (მარსი)
7)                                     მე ზღვის რომაული ღმერთის სეხნია ვარ.ჩემთან, სხვა პლანეტებთან შედარებით , ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იცის . ქარი 2200 კმ/სთ სიჩქარით ქრის. გამოიცანი რომელი პლანეტა ვარ? (ნეპტუნი)
8)                                     მე ,,ცისფერ“პლანეტას მეძახიან და ერთადერთი პლანეტა ვარ მზის სისტემაში, სადაც სიცოცხლეა.გამოიცანი რომელი პლანეტა ვარ? (დედამიწა)
9)                                     მე ყველაზე პატარა პლანეტა ვარ მზის სისტემაში. ზოგჯერ ყინულის პლანეტასაც  მიწოდებენ. თუმცა 2006 წელს პლანეტების სიიდან ამომრიცხეს. გამოიცანი რომელი პლანეტა ვარ? (პლუტონი)

აქტივობა 3
     მასწავლებელი  გაკვეთილის  დაწყებამდე მოსწავლეთა  სურვილის  გათვალისწინებით ირჩევს  ჯგუფის ხელმძღვანელებს;  ჯგუფის  ევრებს კი- შემთხვევით პრინციპით გადაანაწილებს.  მოსწავლეებს ავალებს  მერხები ჯგუფური მუშაობისთვის გაამზადონ  და დაიყონ     6  ჯგუფებად . გაკვეთილის მსვლელობის დროს მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს კენჭისყრის საფუძველზე  ჯგუფის წევრებმა აირჩიონ თითო პლანეტა. არჩეული პლანეტის შესახებ გაიხსენონ ინფორმაცია , პლასტელინის  საშუალებით დაამზადონ ამ პლანეტის მოდელი და გააკეთონ პრეზენტაცია.  (10 წთ)

აქტივობა 4- პრეზენტაცია (12 წთ)
 მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევრებს ჯგუფების მიხედვით  (პლანეტის მოდელი)
ქტივობა 6- მზის სისტემის მოდელის შექმნა
დრო - 7 წთ
მასწავლებელი მოსწავლეების აქტიური ჩართულობით აჯამებს გაკვეთილს: მოსწავლეების მიერ ,,დამზადებულ“ პლანეტებს  მათი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით განვალაგებთ მყარ დისკზე და შვქმნით  მზის სისტემის  თვალსაჩინო  მოდელს. (სემიოტიკური  წიგნიერება)

  კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო,  ჯგუფური.

აქტივობა 6- საშინაო დავალება (1 წთ)
მოიძიონ   ინფორმაცია  თემაზე:
რა გავლენას ახდენს პლანეტების განლაგება ჩვენს ცხოვრებაზე? (ციფრული  წიგნიერება)

სასწავლო რესურსები
მარკერი, ,,სმარტ“დაფა, www.myvideo.ge/v/2598443
 მყარი დისკი, პლასტელინი, A4 ზომის ფურცლები,  წებო, პლანეტების სახელწოდებები დაჭრილ ფურცლებზე, პლანეტების ფერადი ფოტოები, სახელმძღვანელო VI კლასის ბუნება-ბლიაძე, ახვლედიანი, კერესელიძე, სამუშაო  რვეული, კალამი.
შეფასება


მასწავლებელი  თითოეული ჯგუფის  ნამუშევრის პრეზენტაციის შემდეგ განმავითარებელი კომენტარებით აფასებს ჯგუფების მიერ წარმოდგენილ მასალებს; ჯგუფში მუშაობის დროს  მასწავლებელი ახდენს ფოკუსირებულ  დაკვირვებას.
შედეგი
მოსწავლეს შეუძლია საუბარი  მზის შესახებ.. ასახელებს და აღწერს  მის ირგვლივ მოძრავ პლანეტებს. მსჯელობს მათ შორის განსხვავებებზე. შეუძლია  მიღებული  ცოდნის    ტრანსფერი, აკეთებს მზის სისტემის მოდელს.
მოდელზე დაკვირვების  საფუძველზე შეუძლია აღწეროს პლანეტების მოძრაობა მზის  სისტემაში. შეუძლია მიღებული ინფორმაციის  კლასიფიკაცია, ინტერპრეტაცია და დასაბუთება საკუთარ ცოდნასთან  ინტეგრირების       საფუძველზე.   
თვითშეფასება      
მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა თან ახლავს გაკვეთილის გეგმას.






გაკვეთილის  თემა
ჩონჩხის  მნიშვნელობა
საგანი  მასწავლებლის  სახელიდა  გვარი
ბუნებისმეტყველება
თეა  მამისაშვილი
სწავლების  საფეხური/კლასი
დაწყებითი/ V-2  კლასი
დრო
45 წთ
მოსწავლეთაპროფილი
27   მოსწავლე,  სსსმ  მოსწავლე  კლასში  არ  არის.
სასწავლომიზნები
მოსწავლე შეძლებს დაასახელოს  რა მთავარი ნიშნით განსხვავდებიან ხერხემლიანები სხვა ცხოველებისაგან;
იმსჯელებს სხვადასხვა ხერხემლიანის (მაგ; თევზი, ამფიბია, ფრინველი)ჩონჩხის თავისებურებებზე;
გაიაზრებს  ორგანოების  დანიშნულებას(მაგ; კუნთები-მოძრობა, ფილტვები-სუნთქვა).

ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან   შესაბამისობა
ბუნ.V.2. მოსწავლეს შეუძლია  ხერხემლიანი ცხოველების ძირითადი ორგენოების  ფუნქციებთან დაკავშირება.
აანალიზებს რა მთავარი ნიშნით განსხვავდებიან ხერხემლიანები სხვა ცხოველებისაგან;
მსჯელობს სხვადასხვა ხერხემლიანის (მაგ; თევზი, ამფიბია, ფრინველი) ჩონჩხის თავისებურებებზე;
ასახელებს  ორგანოების  დანიშნულებას (მაგ; კუნთები-მოძრობა, ფილტვები-სუნთქვა).
მოსწავლეთაწინარეცოდნა
მოსწავლე ფლობს ინფორმაციას  ცხოველების მრავალფეროვნების  და  მათი  ნიშან-თვისებების  შესახებ. იცის ხერხემლიანი ცხოველების 5 ჯგუფი.
გაკვეთილისმსვლელობა/ საკლასო  მენეჯმენტი            
მოსამზადებელი  ფაზა - საორგანიზაციოსაკითხები (სიისამოკითხვა) -2 წთ  
აქტივობა - 1- წინარე   ცოდნის გააქტიურების გზით მიზნის გაცნობა
გაკვეთილს  ვიწყებ  დაფაზე  მოცემულ  სურათებზე (თევზის, ამფიბიას, ფრინველის, ადამიანის, ქვეწარმავლის, ძუძუმწოვრის ჩონჩხები) დაკვირვებით. მოსწავლეებმა უნდა  ამოიცნონ ხერხემლიანთა რომელი ჯგუფის ცხოველების ჩონჩხებია  გამოსახული.

კითხვა-პასუხისმეთოდით  ვიხსენებთ
1)              რამდენ  ჯგუფად  იყოფიან ცხოველები?
2)              რა  მთავარი  ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
3)              დაასახელეთ უხერხემლო ცხოველების საარსებო  გარემო.
4)              რამდენი ჯგუფი არსებობს ფეხსახსრიანების ?
6)              დაახასიათეთ  ხერხემლიანი ცხოველების ჯგუფი ნიშან-თვისებების  მიხედვით (დანართი #2)
მოსწავლეთაორგანიზებისფორმა -- საერთო საკლასო.
დრო - 10 წთ 
           
შედეგი:  მოსწავლეებს  შეუძლიათ წინარე ცოდნის გააქტიურების გზით  გაანალიზება რა მთავარი ნიშნით განსხვავდებიან ხერხემლიანები სხვა ცხოველებისაგან  და გაკვეთილის  მიზნის  ჩამოყალიბება.

                       აქტივობა - 2  გაკვეთილის (ჩონჩხის  მნიშვნელობა) გამოკითხვა  კითხვა-პასუხით
1)       რა არის  ჩონჩხი?
2)      რა ფუნქცია აქვს ჩონჩხს?
3)      დაასახელეთ  ჩონჩხის მთავარი  ნაწილი.
4)      რისგან შედგება ხერხემალი?
5)      დაასახელე  რომელი ძირითადი  ნაწილებისაგან შედგება  ადამიანის ჩონჩხი?
6)      რამდენი ძვლისგან შედგება ზრდასრული ადამიანის  ჩონჩხი?
7) თქვენი აზრით,  რა მთავარი   ფუნქცია აქვს ხერხემალს ძუძუმწოვრებისათვის და რატომაა  მნიშვნელოვანი მისი არსებობა?
 ერთ-ერთი მოსწავლე  მასწავლებლის  მითითებით მოახდენს  დაკვირვებას:
            გაიკეთე  დოინჯი და გადაიხარე მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან. ხერხემლის რა თვისება გამოიკვეთა ამ მოძრაობის შესრულებისას?
მოსწავლეთაორგანიზებისფორმა -- საერთო საკლასო.
დრო - 10 წთ 
შედეგი: მოსწავლეს  შეუძლია მსჯელობა ხერხემლიანის  ჩონჩხის  თავისებურებაზე.

                                  
 აქტივობა 3 - ახალი  გაკვეთილის ახსნა
                   თემა: როგორ  სუნთქავენ  ხერხემლიანები
გაკვეთილის  ახსნის  დაწყების  წინ  მოსწავლეებს ვთხოვ  გაიხსენონ:
1)      ცხოველის რომელი  ორგანო იცით?
2)      რა ფუნქციას ასრულებს თითოეული მათგანი?
3)      რას შთანთქავს და რას გამოყოფს მცენარე სუნთქვისას?
4)      თქვენი აზრით, რატომ აღებს და ხურავს ხშირად თევზი პირს?
ახალ  მასალას  ავხსნი  მოსწავლეების  დახმარებით (აქტიური ჩართულობით) - გაკვეთილში მოცემულ  სურათებზე            დაკვირვებითა  და  განხილვით.
 მოსწავლეთაორგანიზებისფორმა -- საერთო საკლასო.
დრო - 10 წთ 
      შედეგი: მოსწავლეს  შეუძლია  დაასახელოს  ორგანოები და იმსჯელოს მათ დანიშნულებაზე (მაგ; კუნთები-მოძრობა, ფილტვები-სუნთქვა).  
                    
                                                         
                 აქტივობა - 4 - გაკვეილის  შეჯამება
შეჯამება მოხდება წინადადებების დასრულებით.
ჩემთვის სიახლე იყო ის ,რომ........
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო,რომ.......
გაკვეთილის შემდეგ გავაკეთე დასკვნა,რომ.....
დრო - 3 წთ 
           
                   აქტივობა - 4 - საშინაო დავალება:
 გვ: 139   სავარჯიშო #5, #6
გაითვალისწინე ფილტვის  აგებულების თავისებურებები და დააკავშირე  ერთმანეთთან ცხოველი და მისი სუნთქვის ორგანო.
დრო - 1 წთ

                     
სასწავლო  რესურსი
5 კლასის  ბუნების  სახელმძღვანელო,  ხერხემლიანი და უხეხემლო ცხოველების  ფოტოები, ხერხემლიანი ცხოველების  ჩონჩხების  ფოტოები,   ცარცი, დაფა, ფლირჩატი, მარკერი, დანართი #1 და  დანართი #2.
შეფასება
განმავითარებელი -- მასწავლებლის  ზეპირი  კომენტარი.(კითხვა-პასუხის შეფასების რუბრიკა დანართი #3
შედეგი
მოსწავლეს  შეუძლია გაანალიზოს რა მთავარი ნიშნით განსხვავდებიან ხერხემლიანები სხვა ცხოველებისაგან;
იმსჯელოს სხვადასხვა ხერხემლიანის (მაგ; თევზი, ამფიბია, ფრინველი) ჩონჩხის თავისებურებებზე;
დაასახელოს  ორგანოების  დანიშნულება (მაგ; კუნთები-მოძრობა, ფილტვები-სუნთქვა).




                                                    

                                                                (დანართი #1)
                                                 
                                                      ფეხსახსრიანები





 ორი წყვილი  ულვაში                   ერთი წყვილი  ულვაში                      არა აქვს ულვში
ხუთი ან მეტი  წყვილი ფეხი          სამი წყვილი  ფეხი                    ოთხი წყვილი ფეხი
                                                              ერთი ან ორი წყვილი ფრთა           
                                                                                                                                        ---------------
     -----------------                                   
                                                                         ------------------------






            

                                                                     (დანართი #2)
ხერხემლიან  ცხოველთა  დახასიათება

   საარსებო გარემო
კანის  საფარველი
გამრავლება

წყალი
წყალი და ხმელეთი
ხმელეთი და ჰაერი
სველი
სველი,ქერცლიანი
მშრალი,ქერცლიანი
ბალანი
ბუმბული
ქვირითი
კვერცხი
ცოცხლადმშობიარე
თევზები











ამფიბია











ძუძუმწოვრები











ქვეწარმავლები











ფრინველები
















დანართი # 3

კითხვა-პასუხის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
       განსავითარებელი
         ნაწილობრივ

  სრულად    

აზრის სწორად ჩამოყალიბება ცნებებისა და ტერმინების გამოყენებით
ჩამოყალიბებული აზრი ბუნდოვანია, უჭირს ტერმინების და ცნებების გამოყენება
აზრს აყალიბებს ხარვეზებით,ნაწილობრივ იყენებს ტერმინებს და ცნებებს
აზრს აყალიბებს ზედმიწევნით სწორად და გარკვევით,იყენებს შესაბამის ტერმინებს და ცნებებს
სხვადასხვა ხერხემლიანის (მაგ; თევზი, ამფიბია, ფრინველი)ჩონჩხის თავისებურებებზე და  ორგანოების  დანიშნულებაზე (მაგ; კუნთები-მოძრობა, ფილტვები-სუნთქვა).
მსჯელობს სუსტად,  უჭირს არგუმენტების მოყვანა
მსჯელობს ხარვეზებით , მოყვანილი არგუმენტები სუსტია
მსჯელობა მკაფიო და არგუმენტებით დასაბუთებულია
არავერბალური კომუნიკაციის სხვდასხვა საშულაების (თვალის კონტაქტი, ჟესტიკულაცია და სხვ.) გამოყენება
ძალიან სუსტად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს
არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს იყენებს სუსტად.
აქტიურად და ზუსტად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს
განსხვავებული აზრის მოსმენა, კორექტულობა
არ ისმენს მეგობრის აზრს ბოლომდე, ამიტომ ვერ არის კორექტული მეგობრის მიმართ
ისმენს განსხვავებულ აზრს, მაგრამ საკუთარი აზრის გამოთქმისას ნაკლებად არის კორექტული მეგობრის მიმართ
ისმენს განსხვავებულ აზრს, მეგობრის მიმართ სრულად კორექტულია.






სამოდელო  გაკვეთილის  თემა
ნივთიერებები, ადამიანი და გარემო
საგანი, საგნის  მასწავლებლის  სახელი და  გვარი
ბუნებისმეტყველება

თეა  მამისაშვილი
სწავლების  საფეხური/კლასი
დაწყებითი   საფეხური/ მე-6 კლასი
მოსწავლეთაპროფილი
კლასში   ირიცხება 26 მოსწავლე. სსსმ  მოსწავლე  არ   ირიცხება
დრო
90  წთ
სასწავლომიზნები
მოსწავლემ
შეძლოს  ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული  ნივთიერებების დასახელება და მსჯელობა მათი თვისებების  შესახებ;
დაახასიათოს მისთვის ნაცნობი ზოგიერთი ნივთიერება (მაგ., ჟანგბადი, წყალი, ნახშირორჟანგი) და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
შეაფასოს   ბუნებაში  ადამიანის უხეში ჩარევით  გამოწვეული უარყოფითი შედეგები   და  დასახოს  მათი თავიდან აცილების  გზები;
იმსჯელოს ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა მავნე ფაქტორების შესახებ.
გამოავლინოს  პრობლემა, გაიაზროს, და დასახოს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული  გზები.

სამოდელო  გაკვეთილის  ტიპი
პრობლემაზე  ორიენტირებული  გაკვეთილი
სამოდელო გაკვეთლის ტიპთან შესაბამისობა
გაკვეთილზე  მოსწავლეები  გამოკვეთენ პრობლემას, გაანალიზებენ   რით არის განპირობებული  პრობლემა, დაადგენენ, როგორ მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ საფრთხის უგულებელყოფას. გააცნობიერებენ, რომ შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორეული გამოყენება, ისე რომ არ მიაყენოს ზიანი გარემოს.  ჩამოაყალიბებენ  ამ პრობლემის მოგვარების  საკუთარ  ხედვას.
ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთანშესაბამისობა
ბუნ.დაწყ.(ll).2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს
ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით  გამოწვეული უარყოფითი შედეგების შეფასება და მათი თავიდან აცილების  გზების  დასახვა;
მსჯელობა ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა მავნე ფაქტორების შესახებ.
ბუნ.VI..მოსწავლემ უნდა შეძლოს ნივთიერებათა თვისებების აღწერა და მათი ცვლილებების შესახებ მსჯელობა.
 დაასახელოს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებების მაგალითები და იმსჯელოს მათი თვისებების შესახებ;
დაახასიათოს მისთვის ნაცნობი ზოგიერთი ნივთიერებას (მაგ., ჟანგბადი, წყალი, ნახშირორჟანგი) და იმსჯელოს მათ მათ მნიშვნელობაზე ცოცხალი ორგანიზმებისთვის;


მოსწავლეთა  წინარე   ცოდნა
მოსწავლე ფლობს ინფორმაციას
რა არის ნივთიერება.
ჩამოთვლის ყოფა-ცხოვრებაში გამოსაყენებელ ნივთიერებებს და მსჯელობს მათ თვისებებზე.

გაკვეთილის მსვლელობა/ საკლ
სო  მენეჯმენტი
მოსამზადებელი  ფაზა - საორგანიზაციო საკითხები (სიის ამოკითხვა)
–        წთ
              
                                         აქტივობა - 1
კროსვორდის  შევსება -  გაკვეთილის   თემის   გაცნობა

   გაკვეთილი   იწყება  თემის გაცნობით -    მოსწავლეების დახმარებით       კროსვორდის    შევსებით. (დანართი #1)
გამოიცნობენ  გაკვეთილის  თემას - ნივთიერებები, ადამიანი  და გარემო.

მოსწავლეთა  ორგანიზების   ფორმა -- საერთო  საკლასო.
მეთოდი: კითხვის ეფექტური მეთოდი
დრო - 8 წთ
           
შედეგი:  მოსწავლეებს  შეუძლიათ   გაკვეთილის  თემის   ჩამოყალიბება.


                                       აქტივობა - 2

გაკვეთილს  ვაგრძელებ  ვიდეო-რგოლის  ,,გარემოს დაბინძურება“ ჩვენებით

ვიდეოდან მოწოდებული ნფორმაციაზე და უკვე  არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით   მოსწავლეებს ვთხოვ ბარათებზე დაწერონ  ის დამაბინძურებლები, რომლებიც ზიანს აყენებს გარემოს . შემდეგ დაფაზე  გამოკრულ დიდ ფორმატის ფურცელზე  თითოეული მოსწავლე აკრავს  თავის  ბარათს. ბარათები ჯგუფდება და სავარაუდოდ  გამოიყოფა  პუნქტები:     წყლის დაბინძურება,   ჰაერის დაბინძურება,  ნიადაგის დაბინძურება.
ამის  შემდეგ მოსწავლეების დახმარებით  ჩამოვაყალიბებთ  გაკვეთილის მიზანს.

 მოსწავლეთა  ორგანიზების   ფორმა -- საერთო საკლასო, ინდივიდუალური                                          
 დრო - 12წთ   
შედეგი:  მოსწავლეს  შეუძლია   გაკვეთილის  მიზნის ჩამოყალიბება.
                                  აქტივობა - 3
                        წინარე ცოდნის გააქტიურება

კითხვა-პასუხის მეთოდით  ვიხსენებთ:
             1.   რა არის ნივთიერება?
2.  ჩამოთვალეთ ყოფა-ცხოვრებაში გამოსაყენებელი ნივთიერებები.
3. თქვენ მიერ  დასახელებული  ნივთიერებებიდან,  ცოცხალი ორგანიზმებისათვის რომელი  ნივთიერებებია  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და დაახასიათეთ  თითოეული მათგანი.

მოსწავლეთა  ორგანიზების   ფორმა -- საერთო საკლასო, ინდივიდუალური
მეთოდი- კითხვა-პასუხი                                           
 დრო - 5 წთ
                

                            აქტივობა - 4  - ჯგუფური  მუშაობა

მოსამზადებელი ეტაპი - 10 წთ
მოსწავლეები ჯგუფებში გადანაწილებამდე  ისხდებიან მერხების გარეშე სკამებზე, რომლებიც განლაგებული იქნება რკალურ მდგომარეობაში, მერხები კი ცალკე (შუაში) - ჯგუფურად, რომელზეც იდება
       ჯგუფური მუშაობის  შეფასების   რუბრიკა(დანართი #2)
     პრეზანტაციის შეფასების (დანართი #3
     ცხრილი რომელსაც ჯგუფში  შეავსებენ  და  წარადგენენ
(დანართი #4)
     ინსტრუქცია(დანართი #5)

მასწავლებელი  მოსწავლეებს აცნობს ინსტრუქციას, რათა  სწორად  გაიაზრონ ჯგუფური მუშაობის მიზანი  და
ამის შემდეგ მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდებიან   6  ჯგუფად.
 მოსწავლეები  სამუშაოს დასრულების შემდეგ გააკეთებენ  პრეზენტაციას მათთვის  სასურველი ფორმით(აირჩევენ პრეზენტატორს ან წარადგენს მთელი ჯგუფი). თითოეულ თემაზე  იმუშავებს ორ-ორი ჯგუფი. 1,2,3,4,5და6. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ურიგებს განსახილველი თემის შესაბამის 1 ფოტოს (ან დაბინძურებული წყლის, ან დაბინძურებული ჰაერის, ან დაბინძურებული ნიადაგის)
მასზე  დაკვირვებით გამოკვეთენ  პრობლემას.  
1 და 4  ჯგუფი - წყლის დაბინძურება
2 და 5 ჯგუფი -  ჰაერის დაბინძურება
3 და 6  ჯგუფი - ნიადაგის დაბინძურება

დაადგენენ     გამომწვევ  მიზეზებს,  რაზე ან ვისზე ახდენს გავლენას  და  როგორ შეიძლება მოგვარდეს  აღნიშნული პრობლემა. ინფორმაციას ცხრილის  სახით გადაიტანენ ფლიფჩარტზე და გააკეთებენ  პრეზენტაციას.  პრეზენტაციას აკეთებს 1,2,3 ჯგუფი,ხოლო 4 ჯგუფი აფასებს 1-ს,მე-5-ე  2-ს,  მე- 6-ე  კი- 3 ჯგუფს  და ამატებს განსხვავებულ ინფორმაციას 
( არსებობის შემთხვევაში). პრეზენტაციას აფასებენ  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკით (დანართი #3)


მოსწავლეთა  ორგანიზების  ფორმა -- ინდივიდუალური, ჯგუფური
მეთოდი - ჯგუფური  დისკუსია.
დრო - 20 წთ

შედეგი: მოსწავლეს  შეუძლია დაადგინოს , როგორ მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. მსჯელობს  იმის შესახებ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ საფრთხის უგულებელყოფას. აცნობიერებს, რომ შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორეული გამოყენება, ისე რომ  გარემოს    ზიანი არ მიაყენოს.  აყალიბებს  საკუთარ  ხედვას  და  ავლენეს  პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს.                    

                                              აქტივობა -5
პრეზენტაციის  წარადგენენ შემდეგი სტრატეგიის გამოყენებით         
პრობლემა- (რა პრობლემას  ხედავთ?) 
მიზეზი-(რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?)
გავლენა- (რაზე ან ვისზე ახდენს გავლენას?)
გადაჭრის გზები - (როგორ შეიძლება მოგვარდეს?)
მე რა შემიძლია გავაკთო?
დრო - 15  წთ


პრეზენტაციის  შემდეგ
 მასწავლებელს შეაქვს დამატებითი ინფორმაცია, მოცემულია თბილისის მერიის გარემოსდაცვითი სტრატეგიები მათთვის გასაგები ენით,   http://liberali.ge/news/view/17935/tbilisis-meriis-garemosdatsviti-strategia-20152020--sruli-teqsti
რომლის   განხილვის შემდეგ  საჭიროების შემთხვევაში  ჯგუფებს კორექტირება შეაქვთ საკუთარ  ნამუშევარში.(დანართი #5,6,7)

მოსწავლეთა  ორგანიზების  ფორმა -- ჯგუფური
მეთოდი - შედარება.
დრო - 10  წთ

                                         

                            აქტივობა-6  გაკვეთილის შეჯამება .                         

 მოსწავლეები აკვირდებიან ფოტოს  და  მათი შთაბეჭდილებებით  მასწავლებელი  შეაჯამებსგაკვეთილს.

 ამის შემდეგ თითოეული მოსწავლე წარმატების ხეს შესაბამისი ფოთლით რთავს.
 ყველა ფოთოლს აქვს სხვადასხვა ფერი: მწვანე – ყველაფერი სწორად გავაკეთე, ყვითელი – სირთულეები შემექმნა, წითელი – ბევრი შეცდომა დავუშვი.



მოსწავლეთა  ორგანიზების  ფორმა -- საერთო  საკლასო, ინდივიდუალური.
მეთოდი - დაკვირვება.
დრო -  წთ


სასწავლო  რესურსი
ფლიფჩარტიმარკერიკალამი,  პროექტორი.კროსვორდი (დანართი #1);  შეფასების  რუბრიკები (ჯგუფურის დანართი #2), პრეზენტაციის  დანართი #3 )  და  ცხრილი (დანართი #4)
თბილისის მერიის გარემოსდაცვითი სტრატეგია(დანართი #5,6,7)
მოსწავლეთაშეფასება
მასწავლებლის  მიერ  გაცემული  განმავითარებელი  კომენტარი
შედეგი
ბუნ.დაწყ.(ll).2.  მოსწავლეს  შეუძლია  ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით  გამოწვეული უარყოფითი შედეგების შეფასება და მათი თავიდან აცილების  გზების  დასახვა;
მსჯელობა ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა მავნე ფაქტორების შესახებ.

ბუნ.VI..მოსწავლეს   შეუძლია  ნივთიერებათა თვისებების აღწერა და მათი ცვლილებების შესახებ მსჯელობა.

 მოსწავლეს შეუძლია 
        ასახელებს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებულ ნივთიერებების მაგალითებს  და მსჯელობს მათი თვისებების შესახებ;
        ახასიათებს მისთვის ნაცნობ ზოგიერთ ნივთიერებას (მაგ., (ჟანგბადი, წყალი, ნახშირორჟანგი) და მსჯელობს მათ მათ მნიშვნელობაზე ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
        აფასებს   ბუნებაში  ადამიანის უხეში ჩარევით  გამოწვეულ უარყოფით შედეგებს   და  სახავს მათი თავიდან აცილების  გზებს;
        მსჯელობს ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა მავნე ფაქტორების შესახებ.
        მოსწავლეები ავლენენ პრობლემის  გააზრების  და მისი გადაჭრის ალტერნატიული  გზების ძიების  უნარს.

მასწავლებლისთვითშეფასება
წერილობითი რეფლექსია



დანართი #2
ჯგუფური მუშაობაზე დაკვირვების სქემა

შეფასების კრიტერიუმები
სრულიად
ნაწილობრივ
განსავითარებელი
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება



ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება



აზრთა  გაზიარების   უნარი



თანამშრომლობა



დროის   ლიმიტი



                                                                            

                                                                         დანართი #3
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


შეფასებისკრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
განსავითარებელი
მოსწავლეები გამოყოფენ არსებულ პრობლემას
მოსწავლეები  სრულადაღიქვამენპრობლემას.
ასაბუთებენრაზეანვისზეახდენსგავლენასპრობლემა
მოსწავლეებიგამოკვეთენპრობლემას , ცდილობენახსნანრაზეანვისზეახდენსგავლენასპრობლემა
მოსწავლეებივერაღიქვამენპრობლემას.უჭირთ
მსჯელობარაზეანვისზეახდენსგავლენასპრობლემა
მოსწავლეები მსჯელობენ  პრობლემის გამომწვევეი მიზეზების შესახებ
მოსწავლეებიასახელებენ  პრობლემისგამომწვევმიზეზებსასაბუთებენთურატომთვლიანასე
მოსწავლეები  ჩამოთვლიანპრობლემისგამომწვევმიზეზებს.
უჭირთდასაბუთონ ,რატომთვლიანასე
მოსწავლეებსუჭირთ  პრობლემისგამომწვევიმიზეზებისჩამოთვლა.ვერასაბუთებენთურატომ                     თვლიანასე
მოსწავლეები სახავენ პრობლემის გადაჭრის  გზებს
მოსწავლეებიჩამოთვლიან  ალტერნატიულგზებსპრობლემისმოსაგვარებლად . არგუმენტირებულადასაბუთებენგადაწყვეტილებისმართებულობას
მოსწავლეები  აფიქსირებენპრობლემისგადაჭრის 1 გზას, არგუმენტირებულად  ასაბუთებენგადაწყვეტილებისმართებულობას
მოსწავლეებისახავენპრობლემისგადაჭრის  1 გზას, მაგრამუჭირთმისიეფექტიანობისდამტკიცება



                                                               დანართი #4


პრობლემა- (რა პრობლემას  ხედავთ?)

მიზეზი- (რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?)

გავლენა- (რაზე ან ვისზე ახდენა გავლენას?)

გადაჭრის გზები - (როგორ შეიძლება
მოგვარდეს?)

მე რა შემიძლია გავაკეთო?






თბილისის მერიის გარემოსდაცვითი სტრატეგია
დანართი#5

ჰაერი
პრობლემის გადაჭრის გზები
•           ქალაქში ჰაერის ხარისხის შესახებ უკეთესი სურათის მისაღებად, აუცილებელია თბილისში ჰაერის ხარისხის კონტროლის  ეფექტური  ქსელის  განვითარება;
•           საწარმოო ობიექტების ირგვლივ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის  ქსელის   შექმნა;
•           ჰაერის დაბინძურების ხარისხის კონტროლი და შესაბამისი პოლიტიკის  შემუშავება-განხორციელება გარემოსდაცვის კუთხით - ავტომობილის  ნაკადის  კონტროლი, ავტოპარკის განახლებაზე  მუშაობა,  ელექტრო-ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის   შექმნა, მწვანე საფარის გაშენების შესაბამისი    დაგეგმარება;
•           საზოგადოებისთვის ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის სწრაფი და მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინტერნეტპორტალისა   და  ვებგვერდის  შექმნით. მონაცემები წარმოდგენილი   უნდა  იყოს  ისეთი  ფორმატით, რომ ფართო საზოგადოებას ადვილად   შეექმნას  წარმოდგენა  იმის  შესახებ, თუ რამდენად სუფთაა ან დაბინძურებულია   ჰაერი    ქალაქში.
•           ახალი მწვანე ზონების გაშენება და განადგურებული მწვანე ზონების აღდგენა  ქალაქისა  და  მისი  შემოგარენის  ტერიტორიაზე;
•           ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მონაწილეობა ინფრასტრუქტურული   განაშენიანებების   დაგეგმვაში, რათა  არ გაგრძელდეს ქალაქის მწვანე ზონებში მშენებლობები და არმოხდეს მრავალსართულიანი შენობების ჩადგმა მდინარე მტკვრის ხეობის გასწვრივ და  ქალაქის  გარშემო  მდებარე  მთების  ზედა  ნაწილებში, რამაც შეიძლება დააბრკოლოს ქარის მოძრაობა და ჰაერის ბუნებრივი გაწმენდისა  და თბილისის   კლიმატის  რეგულირების  პროცესი;


დანართი#6

 წყალი
მიზნებიწყლის ობიექტების ეკოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ეკოლოგიური მდგომარეობის მისაღწევად;
ზედაპირული წყლების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;
მოსახლეობისათვის სუფთა სასმელი წყლის მიწოდების უზრულველყოფა და წყლის მდგრადი მოხმარების ხელშეწყობა.
ამოცანები
•        
წვიმის წყლის გამოყენების მექანიზმების ხელშეწყობა;
•           მდინარეთა კალაპოტების რეგულარული გასუფთავება მწვანე ნარგავებისგან სავარაუდო წყალუხვობის მომენტის დროს კატასტროფული რისკების მინიმუმამდე დასაყვანად;
•           მდინარის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური მონიტორინგი;
•           გამწმენდი ინფრასტრუქტურის, საკანალიზაციო და სანიაღვრო სისტემების რეაბილიტაცია.
•           მდინარეებისა და ტბების დასუფთავება, კოლექტორების ჩათვლით, და მათი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და კონტროლი, მათ შორის სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურების აღკვეთა შესაბამისის რეგულირებითა და კანონაღსრულების საშუალებით;
•           საზოგადოების ფართო მასებში მცირე მდინარეების მნიშვნელობის და მათი ეკოლოგური დანიშნულების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებების განხორიელება;


                                                                      დანართი#7

                                                                  მყარი ნარჩენები


მიზანი- თბილისში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა სუფთა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის
ამოცანები
•        
ნიადაგის, ჰაერისა და მიწისქვეშა წყლების პერიოდული მონიტორინგის ჩატარება, ნაგავსაყრელებით გამოწვეული დაბინძურების შეფასებისა და შემარბილებელი ზომების დაგეგმვის მიზნით;
•           ნარჩენების ინვენტარიზაციის განხორციელება თბილისისთვის ნარჩენთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: საყოფაცხოვრებო ნარჩენები; სამრეწველო ნარჩენები; სამედიცინო ნარჩენები; ბიოლოგიური ნარჩენები;
•           ნარჩენების  შეგროვების  და  დამუშავების  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
•           ნარჩენებისგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის  შექმნა  და  განვითარება.
•           ნარჩენების სეპარირებული ( ნარჩენების დაყოფა ცალკეულ სახეებად;)შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება;
•           ნარჩენების  გადამუშავებისა და მეორადი გამოყენების მექანიზმების დანერგვის უზრუნველყოფა;
•           ნარჩენების მართვის კუთხით, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებისთვის პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
•           ნარჩენების მართვის ინფრასფრუქტურის დაგგემვა, რათა აღიკვეთოს საყოფაცხოვრებო ნარენების თვითნებური განთავსება ხევებში და გზების პირას.

1 comment: