სამუშაო შეხვედრის რეფლექსია
პედაგოგი: თეა მამისაშვილი
თემა: ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესის დროს
სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. რატომ არის სასწავლო პროცესში რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანი?
•
რესურსი ეხმარება მოსწავლეს გაკვეთილის უკეთ გაგებაში.
• არის მეტი თვალსაჩინოება.
•
სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო.
• ხდება მოსწავლეთა მეტი ჩართულობა.
• იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია.
•
ხდება მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
მასწავლებელების ინტერესებიდან გამომდინარე
, თუ სად და როგორ შევქმნათ სასწავლო რესურსი, რომელიც საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და გაკვეთილი ადვილად აღქმადი ხდება ამისათვის 2018-2019
სასწავლო წლის მეორე სემესტრში დავესწარი ქალბატონ ნინო ქიმერიძის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ სამსამუშაო შეხვედრას თემაზე
- ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესის დროს.
შეხვედრების მიზანი იყო გაგვეზიარებინა ინტერნეტის გამოყენებით როგორ გავამრავალფეროვნოთ სასწავლო პროცესი; რომელი ონლაინ ისნტრუმენტები გამოგვეყენებინა და როგორ შეგვექმნა სასწავლო
, შემეცნებითი რესურსები. მიმდინარე სამსამუშაო შეხვედრაზე გავეცანით სასწავლო რესურებს, რომლებიც მოიცავდა შემდეგ მიზნებს:
·საგანთა ინტეგრირება
● სასწავლო მასალის შექმნა
● მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
პირველი სამუშაო შეხვედრა
პირველ სამუშაო შეხვედრზე გავეცანით ონლაინ საიტს, სადაც მოცემული იყო
ელექტრონული წიგნი,
რაც თვალსაჩინო და საინტერესოა.
გავიარეთ რეგისტრაცია და ვიმუშავეთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებშიც .https://www.storyjumper.com
საიტზე ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეგვიძლია რესურსის შექმნა. ამ ელექტრონული რესურსის გამოყენებით შევქმნით წიგნებს, რომელიც იქნება ვიზუალურად საინტერესო და ექნება ეფექტები. ეს ყველაფერი კი მოსწავლეებისათვის უფრო მარავლფეროვანს და საინტერესოს გახდის სწავლის პროცესს. შევასრულეთ დავალება
- ავაწყეთ პატარა წიგნი და გამოვიყენეთ შეხვედრაზე მიღებული ცოდნა.
მეორე სამუშაო შეხვედრა
მეორე სამუშაო შეხვედრა დავიწყეთ წინა შეხვედრის რეფლექსიით.
განვიხილეთ საშინაო დავალება. დავათვალიერეთ ჩვენსმიერ აწყობილი მასალები და გამოვასწორეთ ხარვეზები. ერთმანეთს ვეხმარებოდით და შეგვქონდა კორექტირება. ბოლოს რამოდენიმე მასწავლებელმა სრულყოფილი ფორმითაც კი გავაშუქეთ საკუთარი ნამუშევარი.
საშინაო დავალების განხილვის შემდეგ განვიხილეთ ახალი ონლაინ ინსტრუმენტი- ფოტოების დაჭრა და აწყობა ფაზლებად. მასწავლებლებმა ამ საიტზეც გავიარეთ რეგისტრაცია. შემოვიტნეთ სასურველი ფოტომასალა და დავჭერით ჩვენთვის სასურველი რაოდენობით. ქალბატონმა ნინომ აქვე აგვიხსენა, რომ შესაძლებელია სასწავლო მასალიდან ტექსტის დაჭრა და აწყობა,
რაც უფრო მეტად დააინტერესებს მოსწავლეს.
მესამე სამუშაო შეხვედრა
გავიხსენეთწინასამუშაოშეხვედრებზეგანხილულისაკითხები.რატომარისმნიშველოვანივიზუალურიმასალისგამოყენებასწავლა-სწავლებისპროცესში?რამახასიათებლებიაქვსეფექტიანვიზუალურმასალას,სასწავლოპრეზენტაციისმომზადებასსხვადასხვაპროგრამაში.
ამშეხვედრაზეგანვიხილეთსასწავლოსაიტი, სადაცმასწავლებლებსშესაძლებლობაგვექნებაასახსნელიმასალისილუსრატცია, ანნებისმიერიტექსტდანსაჭიროილუსტაციაწარვადგინოთსარუველიფორმითდაწარწერით. ამითხელიეწყობაკრეატიულიუნარებისგანვითარებას, განხსვავებულიაქტივობებისგანხორცილებას.
დასკვნა:
ჩვენ, კოლეგები ყოველთვის ვითვალისწინებეთ ერთმანეთის გამოცდილებას, რათა გავზარდოთ მოსწავლეებში მოტივაცია.
ვფიქრობ, რომ აღნიშნული შეხვედრები საკითხის სიღრმისეულად წვდომის მიზნით ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ეფექტური
,
მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. ამ შეხვედრის შემდეგ, უფრო მეტად გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესის დროს. გამოიკვეთა, რომ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის დროს იძლევა ეფექტურ შედეგს, რადგან საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. ელექრტონული რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში, რესურსების მომზადება და გამდიდრება საგაკვეთილო პროცესის ისტ-ის გმოყენებით ამაღლებს მოტივაციას მოსწავლეებში.
სამუშაო
შეხვედრაზე მიღებული ცოდნა გამოვიყენე პრაქტიკაში. კერძოდ, მეხუთე
და მეექვსე კლასებში, ჩემი დახმარებით მოსწავლეები
დარეგისტრირდნენ https://www.storyjumper.com საიტზე. ამელექტრონულირესურსისგამოყენებით მოსწავლეებმა შექმნეს
ვიზუალურად საინტერესო, ეფექტებით გამდიდრებული, მათთვის საინტერესო და
სასურველი თემის/თემების შესახებ ბუნებისმეტყველების წიგნები. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ და აღნიშნეს, რომ წიგნის შესაქმნელად
გამოიყენებულმა თვალსაჩინოებებმა
სასწავლო პროცესი მათთვის უფრო მეტად საინტერესო და სახალისო გახდა,
გახდნენ უფრო მოტივირებულები, გაუჩნდათ სურვილი აღნიშნული რესურსის გამოყენებით სხვა საგნებშიც შექმნან სასურველ თემაზე/ თემებზე წიგნები, რაც ხელს შეუწყობს მათ აკადემიური მოსწრების ხარისხსაც.
სამუშაო შეხვედრის რეფლექსია
პედაგოგი: თეა მამისაშვილი
თემა: თემებით სწავლება დაწყებით საფეხურზე
გასულ 2017-2018
სასწავლო წელს, ჩემმა სამმა კოლეგამ (ბუნებისმეტყველების, ქართული ენა და ლიტერატურის,მათემატიკის), რომელიც დაწყებით საფეხურზე ასწავლიდნენ გადავწყვიტეს განეხორციელებინათ თემებით სწავლება, სადაც წამყვანი საგანი იქნებოდა ბუნებისმეტყველება. თემებით სწავლება განხორციელდა ორ პარალელურ მე-3 კლასში. საწყის ეტაპზე, პირველ სემესტრში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 3 საგნის პედაგოგმა, მეორე სემესტრში კი - ჩაერთო დანარჩენი საგნის პედაგოგებიც. მიღებული შედეგების გათვალისწინებით სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა
სამომავლოდ გადაწყვიტა დაწყებით საფეხურზე განეხორციელებინა თემებით სწავლება.
ახალ
2018-2019 სასწავლო წელს თემებით სწავლების საკითხის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემი და ჩემი დაწყებითი საფეხურის სხვა კოლეგების, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და ჩემი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით,
ჩემს კოლეგას (ბუნებისმეტყველების) ქალბატონ ნათია ჩუბინიძეს ვთხოვეთ ჩვენთვის დაეგეგმა და ჩაეტარებინა სამუშაო შეხვედრები. მიმდინარე სასწავლო წლის
დაწყებამდე ( 05.09.2018წ;
11.09.2018წ; 14.09.2018წ.) ჩააგვიტარდა სამი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო:
· სწორად გაგვეაზრებინა თემებით სწავლების არსი;
· გავცნობოდით დადებით მხარეებს , თუ რა სარგებელი მოაქვს თემებით სწავლებას, როგორც მოსწავლეების ასევე მასწავლებლებისთვის;
· გავცნობოდით თემებით სწავლების სირთულეებს და მის გადაჭრის გზებს;
· გაგვეცნო მათ მიერ დაგეგმილ გაკვეთილები, რათა სხვადასხვა საგნის პედაგოგს ნათლად დაგვენახა , როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ერთი და იგივე თემის სხვადასხვა საგნის პერსპექტიივიდან დანახვაში;
· ხელი შევუწყოთ ცოდნის ტრანსფერს სხვადასხვა საგნის კონტექსტში და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაში.
პირველი სამუშაო შეხვედრა
თარიღი: 05.09.2018წ.
შეხვედრის მსვლელობა:
სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორმა ნათია ჩუბინიძემ, გაგვაცნო შეხვედრის მიზანი:
· გავიაზროთ თემებით სწავლების მიზანი;
· გავეცნოთ მასწავლებლის საქმიანობას თემებით სწავლების დროს;
· გავიაზროთ რა სარგებელი მოაქვს თემებით სწავლებას;
· გავიზაროთ მოსალოდნელი რისკები და როგორ მოვახერხოთ ამ რისკების მართვა.
ქალბატონმა ნათიამ პირველ შეხვედრაზე გვესაუბრა, რატომ გადაწყვიტა კოლეგებთან ერთად განეხორციელებინა თემებით სწავლება და რა იყო თემებით სწავლების მიზანი. დეტალურად განიხილა მასწავლებლის საქმიანობა:
მშობლებთან შეხვედრა, მათი ინფორმირების მიზნით თემებით სწავლების არსთან დაკავშირებით,
შეხვედრები კოლეგებთან,
კვირეული გეგმების შედგენა საგნების მიხედვით,
თემის გააქტიურება, შეჯამება და სხვა .
განვიხილეთ და ვისაუბრეთ ქალბატონი ნათიას გამოცდილების და მოსწავლეთა უკუკავშირის მიხედვით
რა სარგებელი მოუტანა
თემებით სწავლებამ მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს. მსმენელ პედაგოგებს გაგვიჩნდა შეკითხვები
· რა მოლოდინები უნდა გვქონოდა მსგავსი ტიპის სწავლებისას წლის ბოლოს?
· იქნებოდა თუ არა საჭირო დამატებითი რესურსი;
· ხომ არ შეექმნებოდათ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს უფრო მეტი სირთულები პროგრამის დაძლევაში;
· მოითხოვდა თუ არა დამატებით დროს და ა.შ.
ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავად მივიღეთ პასუხები განვიხილეთ რისკები და მათი მართვის გზები. შეხვედრის დასასრულს მოვახდინეთ სამუშაო შეხვედრის შეჯამება, რეზიუმის სახით ჩამოვაყალიბეთ თემებით სწავლების სწორედ და ხარისხიანად წარმართვის
საკუთარი ხედვა. შევთანხმდით რომ, თემებით სწავლება საშუალებას იძლევა გავეცნოთ თუ რა სარგებელი მოაქვს როგორც მოსწავლეების ასევე მასწავლებლებისთვის, ერთი და იგივე თემის სხვადასხვა საგნის პედაგოგების მიერ დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილები მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მათი ცოდნის ტრანსფერს სხვადასხვა საგნის კონტექსტში,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების უნარის განვითარებას. ქალბატონმა ნათიამ პედაგოგებს მოგვცა რეკომენდაცია, რომ მეორე სამუშაო შეხვედრამდე კიდევ ერთხელ დეტალურად წაგვეკითხა ახალი ესგ და გადაგვეხედა ახალი სახელმძღვანელოებისთვის.
მეორე სამუშაო შეხვედრა
თარიღი: 11.09.2018წ
შეხვედრის მსვლელობა:
მეორე სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო
· ბუნებისმეტყველების თემების : საარსებო გარემო ; მზე , მთვარე, ვარსკვლავები - მიხედვით სხვადასხვა საგანში დაწერილი და განხორციელებული გაკვეთილის გეგმების განხილვა.
მეორე სამუშაო შეხვედრა დავიწყეთ პირველი სამუშაო შეხვედრის რეფლექსიით,
ქალბატონმა ნათიამ გაგვაცნო ბუნებისმეტყველების თემა- საარსებო გარემო და თემის შესაბამისი გაკვეთილის მიზანი, აქტივობები საგნების მიხედვით ( ბუნება , ქართული, მათემატიკა). ამის შემდეგ
მსმენელი მასწავლებლები დავიყავით ჯგუფებად და ჩვენი აქტიური ჩართულობით კონკრეტულ მაგალითზე განვიხილეთ, როგორ შეიძლება სხვადასხვა საგნობრივი
სტანდარტიდან საერთო მიზნების გამოკვეთა. ჯგუფებში მუშაობისას მასწავლებლებმა საკუთარი საგნის მიხედვით გამოვთქვით მოსაზრებები, იდეები , კიდევ რა აქტივობები შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა მოსწავლეებისთვის.
ამავე შეხვედრაზე განვიხილეთ მეორე თემის ( მზე ,მთვარე,ვარსკვლავები) შესაბამისი გაკვეთილის გეგმებიც.
ვფიქრობ წარმოდგენილი გეგმების მიხედვით , უფრო გამიადვილდა დავინახო საგნობრივი კავშირები, თუ როგორ შეიძლება ერთი თემა სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში წარვუდგინო მოსწავლეებს. აღსანიშნავია, ისიც რომ განხილული მაგალითების საფუძველზე, ჩემთან ერთად სხვა საგნის მასწავლებებმაც კარგად გაიაზრეს, როგორ უნდა იმუშაონ თემებით სწავლების დროს.
მე როგორც ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ავღნიშნავ, რომ თემებით სწავლების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოხდება საკუთარი პროფესიული ზრდა. კერძოდ, კონკრეტულ თემას არ განვიხილავ ვიწრო ჭრილში, გაკვეთილებზე ინტენსიურად და უფრო ადვილად გამოვიყენებ საგნობრივ კავშირებს, კოლეგებთან კომუნიკაცია დამეხმარება ახალი იდეების დაბადებასა და განხორციელებაში, აქტიურად გამოვიყენებ კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტს.
მესამე სამუშაო შეხვედრა
თარიღი:
14.09.2018წ
შეხვედრის მსვლელობა:
მესამე სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, ჯგუფებში მუშაობით
· კლასების მიხედვით ,ბუნებისმეტყველების თემებთან სხვა საგნების თემების შესაბამებისთვის( სახელმძღვანელოების გამოყენებით);
· ერთი შერჩეული თემის მიხედვით, თუ რა აქტივობების განხორციელება შეიძლება გაკვეთილზე;
· ნაშრომების პრეზენტაცია, უკუკავშირის მიწოდება.
მესამე სამუშაო შეხვედრა დავიწყეთ მეორე სამუშაო შეხვედრის რეფლექსიით. ამის შემდეგ პედაგოგები კლასების მიხედვით გადავნაწილდით ჯგუფებად , რომ თითოეულ ჯგუფში ყოფულიყო ერთი ბუნებისმეტყველების პედაგოგი, რომელიც დაეხმარებოდა კოლეგებს თემების შინაარსობრივი ნაწილის გააზრებაში. სახელმძღვანელოების დახმარებით შევარჩიეთ სასურველი თემა , სტანდარტიდან გამოვკვეთეთ საერთო მიზნები და ჩამოვწერეთ იდეები , რა აქტივობები შეიძლება განვახორციელოთ სხვადასხვა საგნის
პედაგოგმა ამ კონკრეტული თემის შესაბამისად. ნამუშევარი ყველა ჯგუფმა წარვადგინეთ პრეზენტაციის სახით.
შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა ნათიამ შეხვედრის მონაწილეებს მოგვცა საშინაო დავალება: - შევარჩიეთ ჩვენთვის საურველი თემა ბუნებისმეტყველებიდან და თემებით სწავლების გათვალისწინებით ინდივიდუალურად დავწერეთ გაკვეთილის გეგმა.
დასკვნა:
ვფიქრობ, რომ აღნიშნული შეხვედრები ჩემთვის ეფექტური იყო . ამ შეხვედრის შემდეგ, უფრო მეტად გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებელმა განახორციელოს თემებით სწავლება, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, სწავლა -სწავლების ხარისხისა და მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებას. თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც, მიღებული შედეგი, ისე პროცესი, რომელიც ბევრს აძლევს როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ სამუშაო შეხვედრაზე გაიზარდა ჩემი მოტივაცია, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შორის შეიქმნა ურთიერთ თანამშრომლობითი გარემო. აღნიშნული შეხვედრები დამეხმარა თემებით სწავლების არსის გააზრებაში, რომ გარდა საგნობრივი სტანდარტის შედეგების მიღწევისა, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ტრანსფერული უნარების განვითარების ხელშეწყობა.
გამიჩნდა სურვილი, რომ ამ შეხვედრებში მიღებული ცოდნა აქტიურად გამოვიყენო
საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში. კერძოდ, მიღებული ცოდნის საფუძველზე ,მიმდინარე 2018-2019სასწავლო წელს დაწყებით კლასებში დავგეგმო და განვახორციელო თემებით სწავლება, ვითანამშრომლო ყველა იმ პედაგოგთან რომელებმაც გასულ სასწავლო წელს წარმატებით დაასრულეს თემებით სწავლება . ეს ყველაფერი კი სარგებელს მოგვიტანს როგორც მოსწავლეს ასევე მასწავლებელსაც. მოსწავლეს განუვითარდება ცოდნის ტრანსფერის უნარი, ხოლო მე ხელს შემიწყობს ჩემს პროფესიულ ზრდასა და წარმატებაში.
წარმოგიდგენთ სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლის
2018-2019 სასწავლო წლის
IV კლასის თემატური გეგმას ბუნებისმეტყველებაში
საგანი: ბუნებისმეტყველება
მასწავლებელი: თეა მამისაშვილი
მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია: mamisashvili1979@gmail.com
577 33 49 51
დამატებითი მეცადინეობის დრო: 14:15 სთ
#
|
თემა და მასში შემავალი საკითხები
|
პერიოდი
|
საათების რაოდენობა
|
თემის შესწავლის მიზანი
|
მკვიდრი წარმოდგენები
|
საკვანძო შეკითხვები
|
შედეგების ინდექსი ესგ-დან
|
სწავლების მიდგომები/მეთოდები
|
რესურსები
|
შეფასების ტიპები და ინსტრუმენტები
|
მოძრაობა და ძალები
რა
არის მოძრაობა?
რატომ
მოძრაობენ სხეულები?
რა არის
ძალა?
როგორი
ძალები არსებობს?
|
04.03/05.04
04.03/
|
8სთ
|
მოსწავლემ
უნდა
განასხვავოს
მოძრაობის სახეები;
აღწეროს
დაშეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა მოძრაობა
მათი მახასიათებლების მიხედვით;
შეძლოს
მარტივი ცდების ჩატარება მოძრაობაზე ძალის მოქმედების შედეგის გამოსავ ლენად;
განასხვაოს ერთმანეთისაგან კონტაქტური და მანძილზე მოქმედი ძალები.
|
სხეულის
მოძრაობა და მასზე მოქმედი ძალები.
|
რა
არის მოძრაობა?
რატომ
მოძრაობენ სხეულები?
რა არის
ძალა?
როგორი
ძალები არსებობს?
|
ბუნ.IV.4
მოსწავლემ უნდა შეძლოს
ადვილად დაკვირვებადი მოძრაობის და ძალების დახასიათება.
|
კოგნიტური
დიაგრამები, დისკუსია, სქემები, გონებრივი იერიში,
კითხვა-პასუხიმარტივი
დიაგრამმების შედგენა,ექსპერიმენტი.
|
დაფა, ცარცი,
რეზინის ბურთი, ძაფშებმული სათამაშო მანქანა,თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები და
ფლომასტერები 2 მაგნიტები, ლითონის საგნები,
მეოთხე კლასის
სახელძღვანელო ,, ბაკურ სულაკაური სახელმძღვანელოსთან დართული ელ.რესურსები.
|
მოსწავლეთა
ნამუშევრები, წერილობითი და ზეპირი განმავითარებელი
შეფასება,თვითშეფასება.
|
|
No comments:
Post a Comment