ბარათი 1
ექსპერიმენტი 1
#1 ექსპერიმენტი რესურსები: თეფში; წყალი; საპონი; შავი პილპილი. ინსტრუქცია:
· თეფშზე დაასხი წყალი და ჩაყარე წყალში შავი პილპილი. წარმოიდგინე, რომ შავი პილპილის ცალკეული მარცვლები ბაქტერიებია. ( თუმცა, პილპილისგან განსხვავებით ისინი თვალით უხილავია და მათი დანახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი).
· ჩაყავი საჩვენებელი თითი, ნახავ რომ შავი პილპილი გეკრობა თითზე ბაქტერიების მსგავსად.
· შენი მიზანია გაიგო რისი ეშინიათ ბაქტერიებს ( ჩვენ შემთხვევაში პილპილს) .
· გამოთქვი შენი ვარაუდი/ჰიპოთეზა
· ჩამოაყალიბე საკვლევი კითხვა
· შეკითხვა შეიძლება ამგვარი იყოს,,ხელებს თუ მხოლოდ წყლით დავიბანთ განადგურდებიან ბაქტერიები? ‘’
· საკვლევი შეკითხვის დასმის შემდეგ დაისველე თითი წყლით და „ბაქტერიებით სავსე’’ წყლის ზედაპირს შეეხე.
· აღწერე: რას ხედავ? როგორ ფიქრობ რა დაგეხმარება ბაქტერიების განადგურებაში?
· ახლა საპნიანი თითი შეახე წყლის ზედაპირს. დააკვირდი რა მოხდა? იმსჯელე:
· რა დაემართათ ,,ბაქტერიებს?’’
· რა დაგეხმარა ბაქტერიების განადგურებაში?
· მიღებული შედეგის მიხედვით იმსჯელე და გამოიტანე დასკვნა. დაიბანე ხელები
ყველას გვახსოვს - ეს აუცილებელია ჭამის წინ და მაინც, უმრავლესობა ამას არ აკეთებს. გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, ხელები დავიბანოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემდეგ, საფულიდან ფულის ამოღებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგაც კი. გეთანხმებით, ამ მცნების შესრულება ყოველთვის შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქუჩაში სეირნობისას ჩიფსებით, ნაყინით ან სხვა ნუგბარით გადაწყვიტეთ პირის ჩატკბარუნება.
ექსპერიმენტი 2
ბაქტერიები ნიადაგში
ცნობილია, რომ ყველაზე მეტი ბაქტერია ნიადაგშია. 1 კუბურ სანტიმეტრ ნიადაგში დაახლოებით 10 000 000 (10 მილიონი) ბაქტერიაა.
ჩაატარე ექსპერიმენტი:
აიღე ჩაის კოვზით (დაახლოებით ერთი კუბური სანტიმეტრი) ნიადაგი;
Მოათავსე პოლიეთილენის 200მლ -იან გამჭვირვალე ერთჯერად ჭიქაში;
Დაამატე 100 მლ წყალი;
კარგად მოურიე მინის წკირით/ჩხირით და დააცადე, რომ ნიადაგი ჭიქის ფსკერზე დაილექოს;
გადაასხი წყალი ფრთხილად მეორე ჭიქაში ისე, რომ მიწა არ გადმოჰყვეს/ ან გაფილტრე;
უპასუხე შეკითხვებს:
1. შენი აზრით, გადაჰყვება თუ არა წყალს ბაქტერიები?
2. გაისუფთავე ხელები სადეზინფექციო ხსნარით , ამის შემდეგ Დაისველე თითი მიღებული ფილტრატით( წყლით),
· როგორ ფიქრობ, აღმოჩნდება თუ არა შენს ხელზე ბაქტერიები?
· Რატომ ვერ ვხედავთ მათ?
· დაახლოებით რამდენი შეიძლება იყოს?
3. Მიღებული ფილტრატით დაამზადე პრეპარატი და განიხილე მიკროსკოპით, აღმოაჩინე ბაქტერიები? თუ აღმოაჩინე აღწერე მათი ფორმა და გააკეთე ჩანახატი.
ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით დაწერე კვლევის ანგარიში
ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით დაწერე კვლევის ანგარიში
საკვლევი კითხვა ჩემი საკვლევი კითხვა არის:
1 კვლევის მიზანი
2 ჰიპოთეზა
3 ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება
4 მონაცემების წარმოდგენა
5 მონაცემების ანალიზი
6 დასკვნა
ბარათი 2
ფლაიერის მომზადება, დედამიწაზე სითბოს და სინათლის არათანაბარ განაწილებასთან დაკავშირებით.
კომპლექსური დავალების პირობა:
თუ მოგზაურობა გსურს პირველ რიგში უნდა გადაწყვიტო სად მიდიხარ შემდეგ კი იკვლევ რომელი სეზონია, მოგზაურობისათვის ყველაზე კარგი. როგორ მოიქცეოდი თუ წარმოიდგინეთ, რომ ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი ხართ და გსურთ ტურისტებს მათი ინეტერესების მიხედვით ურჩიოეთ დედამიწის რომელ ნაწილში, რომელ სეზონზე სჯობს მოგზაურობა და დასვენება, ამისათვის თქვენ უნდა მოამზადოთ „ფლაერი“, რომლის მიხედვითაც ტურისტები შეარჩევენ ადგილს და პერიოდს სამოგზაუროდ.
თქვენს მიერ შექმნილ „ფლაერში“ ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
როგორ ნაწილდება მზის სითბო და სინათლე დედმიწაზე და რატომ არის სხვადასხვა ნახევარსფეროში ერთი და იმავე დროს გასხვავებული სეზონები?
როგორ განაპირობებენ გეოგრაფიული ფაქტორები, სითბური სარტყლების ჩამოყალიბებას და კლიმატური სარტყლების გადანაწილებას;
როგორ განსხვავდებიან კლიმატური სარტყლები თვისებებით და რატომ არის წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპები, მისი ელემენტები, რომლებიც დედამიწის ამა თუ იმ ადგილის ჰავას ქმნის.
რესურსი 1: როგორ შევქმნათ ფლაიერი:
• ფლაერი პატარა საინფორმაციო ფურცელია, ეს გახლავთ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი საშუალებაა. ფლაერის შექმნისას გაითვალისწინე შემდეგი: შეარჩიეთ შესაბამისი სათაური და დიზაინი, შექმენი ან შეარჩიე საინფორმაციო ტექსტის შესაბამისი ჩანახატი ან სურათი; გაითვალისწინე სამიზნე ჯგუფი თუ ვისთვის ამზადებ ფლაერს და ინფორმაცია გადმოეცი ნათლად და გასაგებად. შესაძლოა ფლაერი ხელით შექმნა და გააფორმო. თაბახის ფურცელი შეგიძლია გაყო ორ ან სამ ნაწილად და თითოეული ნაწილი შესაბამის ტექსტს და ვიზუალურ მასალას დაუთმო.
რესურსი N 2 ვიდეო რგოლი დედამიწის მოძრაობა
https://www.youtube.com/watch?v=MtRzy2TJAOQ
1.რა იცი დედამიწის მოძრაობის შესახებ, თუ გსმენია რამდენი სახის მოძრაობას ასრულებს?
2.რომელი სეზონები გვაქვს ჩვენ ქვეყანაში?
3.რატომ გვევლინება მზე დედამიწის გათბობის და განათების ბუნებირვ წყაროდ?
4.როგორ ფიქრობთ რა განაპირობებს სეზონების ცვლილებას, რატომ იცვლება სეზონები?
5.როგორ ფიქრობ რა მოხდებოდა დედამიწა, რომ არ ყოფილიყო სფერული და თავისი ღერძის მიმართ დახრილი?
6.როგორ ფიქრობ დედამიწის რომელ ნაწილში ცხელა ყველაზე მეტად და რატომ?
ჩაატარე ცდა- გლობუსის ან ბურთის და ნათურის გამოყენებით , რითაც მზის სხივების არათანაბარი განაწილების სადემონსტრაციოდ, ან ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები
სახელმძღვანელო გვ 40
მოცემული სქემის დახმარებით განსაზღვრე რომელი ნახევარსფეროა უფრო მეტად განათებული 22 დეკემბერს; 22 ივნისს; 23 სექტემბერს; 21 მარტს? სად არის მზე ზენიტში ამ დღეებში?
რესურსი 3. ვიდეორგოლი
https://www.youtube.com/watch?v=5tC8OOxOFEk
რომელი ფაქტორები განაპირობებენ სითბური სარტყლების ჩამოყალიბებას?
რა კავშირია სითბოს არათანაბარ გადანაწილებასა და სითბურ სარტყლებს შორის?
რომელ სითბურ სარტყლებს გამოვყოფთ?
ვიდეო მასალის (რესურსი N 3) და სახელმძღვანელო გვ 46 დახმარებით დაადგინე თითეული სითბური სარტყლის მდებარეობა და დედამიწისსხვადახსვა ნაწილები (კონტინენტები, ოკეანეები, შესაძლოა ქვეყნებიც) დააჯგუფეთ,სითბური სარტყლების მიხედვით.
1.რომელია ამინდის ელემენტები?
2.როგორ შეიძლება დავადგინოთ რა განსხვავებაა ამინდსა და კლიმატს შორის?
3.რომელი მიზეზები განაპირობებენ დედამიწის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულ კლიმატს?
სახელმძღვანელო გვ.46-49 დახმარებით დაადგინე კლიმატური სარტყლები და მათი განმასხვავებელი თვისებები; გააკეთე დასკვნა
წლის რომელ სეზონში უფრო საინტერესო და უსაფრთხო იქნება
დედამიწის ამა-თუ იმ ნაწილში მოგზაურობა.
No comments:
Post a Comment